ახალი ამბები
2024 წლის იანვარ-ივნისში საქართველოში საგარეო ვაჭრობა 1.8%-ით შემცირდა
„საქსტატის“ მიერ 15 ივლისს გამოქვეყნებული ექსპრეს მონაცემების თანახმად, 2024 წლის იანვარ-ივნისში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 10.320 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 1.8%-იანი კლებაა.
„საქსტატის“ მონაცემებით, ექსპორტი 6.7%-ით შემცირდა და 2.848 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, ხოლო იმპორტი 0.2%-ით, 7.472 მილიარდ აშშ დოლარამდე გაიზარდა. უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 4.624 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 44.8%-ია.
საქართველოს საგარეო ვაჭრობის დეტალურ მონაცემებს „საქსტატი“ 19 ივლისს გამოაქვეყნებს.
ასევე წაიკითხეთ:
- 19/06/2024 – 2024 წლის იანვარ-მაისში საქართველოში საგარეო ვაჭრობა 2.2%-ით შემცირდა
- 13/06/2024 – 2024 წლის იანვარ-მაისში საქართველოში საგარეო ვაჭრობა 2.3%-ით შემცირდა
- 20/05/2024 – 2024 წლის იანვარ-აპრილში საქართველოში საგარეო ვაჭრობა 2.7-ით შემცირდა
- 13/05/2024 – 2024 წლის იანვარ-აპრილში საქართველოში საგარეო ვაჭრობა 2.7-ით შემცირდა
- 22/04/2024 – 2024 წლის იანვარ-მარტში საქართველოში საგარეო ვაჭრობა 6.5%-ით შემცირდა
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)