ახალი ამბები
2024 წლის იანვარ-მაისში საქართველოში საგარეო ვაჭრობა 2.3%-ით შემცირდა
„საქსტატის“ მიერ 13 ივნისს გამოქვეყნებული ექსპრეს მონაცემების თანახმად, 2024 წლის იანვარ-მაისში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 8.419 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 2.3%-იანი კლებაა.
„საქსტატის“ მონაცემებით, ექსპორტი 9.2%-ით შემცირდა და 2.274 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, ხოლო იმპორტი 0.5%-ით, 6.146 მილიარდ აშშ დოლარამდე გაიზარდა. უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 3.872 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 46%-ია.
საქართველოს საგარეო ვაჭრობის დეტალურ მონაცემებს „საქსტატი“ 19 ივნისს გამოაქვეყნებს.
ასევე წაიკითხეთ:
- 13/05/2024 – 2024 წლის იანვარ-აპრილში საქართველოში საგარეო ვაჭრობა 2.7-ით შემცირდა
- 22/04/2024 – 2024 წლის იანვარ-მარტში საქართველოში საგარეო ვაჭრობა 6.5%-ით შემცირდა
- 19/03/2024 – 2024 წლის იანვარ-თებერვალში საქართველოში საგარეო ვაჭრობა 4.8%-ით შემცირდა
- 13/03/2024 – 2024 წლის იანვარ-თებერვალში საქართველოში საგარეო ვაჭრობა 5%-ით შემცირდა
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)