skip to content
ახალი ამბები

გაეროს ქალთა ორგანიზაცია პარტიულ სიებში გენდერული კვოტების გაუქმების გამო „იმედგაცრუებულია“

პარტიული სიებისთვის სავალდებულო გენდერული კვოტების გაუქმებაზე საუბრისას, საქართველოში გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენელმა, კაორი იშიკავამ განაცხადა, რომ გაეროს ქალთა ორგანიზაცია „იმედგაცრუებულია“ პარლამენტის გადაწყვეტილებით.

4 აპრილს საქართველოს პარლამენტმა დაჩქარებული წესით გააუქმა სავალდებულო გენდერული კვოტები. გაუქმებას მხარი 85-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგი კი 22-მა დეპუტატმა მისცა ხმა. პრეზიდენტმა ვეტო დაადო ცვლილებას, თუმცა პარლამენტმა ვეტო 15 მაისს დაძლია. პარლამენტის გადაწყვეტილებამდე საქართველოს საარჩევნო კოდექსი პოლიტიკურ პარტიებს ავალდებულებდა, რომ პარტიულ სიაში ყოველი მეოთხე ქალი ყოფილიყო.

ჟურნალისტების კითხვების საპასუხოდ, კაორი იშიკავამ განაცხადა, რომ პარლამენტის, პოლიტიკური პარტიების, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და საერთაშორისო თანამეგობრობის ყველა ძალისხმევა რამდენიმე დღეში, ქართველ ხალხთან „სათანადო კონსულტაციის, დისკუსიის გარეშე გაუქმდა“.

მან იმედი გამოთქვა, რომ პოლიტიკური პარტიები შეინარჩუნებენ ქალთა წარმომადგენლობას და რომ პარლამენტი გადახედავს თავის გადაწყვეტილებას და აღადგენს „კიდევ უფრო მაღალ“ კვოტას, ქვეყანა კი მომავალში სრულ პარიტეტს მიაღწევს, კერძოდ 50/50-ზე.  

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button