skip to content
ახალი ამბები

პარლამენტმა გენდერული კვოტების გაუქმებაზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია

15 მაისს საქართველოს პარლამენტმა დაძლია პრეზიდენტის ვეტო საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებაზე, რომელიც ქალი დეპუტატებისთვის გენდერულ კვოტების გაუქმებას ითვალისწინებს.

4 აპრილს საქართველოს პარლამენტმა დაჩქარებული წესით სავალდებული გენდერული კვოტები გააუქმა. გადაწყვეტილებას წინ უძღოდა შეთანხმება მმართველ პარტიას „ქართულმა ოცნებასა“ და საპარლამენტო ოპოზიციურ პარტია „გირჩს“ შორის, რომლის ფარგლებშიც მმართველმა პარტიამ მხარი დაუჭირა „გირჩის“ ინიციატივას პარტიულ სიებში გენდერული კვოტირების გაუქმების თაობაზე. სანაცვლოდ, „გირჩმა“ პირობა დადო, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის არჩევისას „ოცნებისთვის” მისაღებ კანდიდატს მისცემდა ხმას.   

კვოტების გაუქმებას 85 დეპუტატმა დაუჭირა მხარი, 22-მა კი წინააღმდეგ მისცა ხმა.  საარჩევნო კოდექსის წინა ფორმულირებით, პარტიული სიაში ოთხიდან ერთი კანდიდატი ქალი უნდა ყოფილიყო.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button