
ახალი ამბები
საქსტატი: 2024 წლის მაისში მშპ 9.2%-ით გაიზარდა
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (საქსტატი) მიერ 28 ივნისს გამოქვეყნებული წინასწარი მონაცემებით, 2024 წლის მაისში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ქვეყნის რეალური მთლიანი შიდა პროდუქტი (მშპ) 9.2%-ით გაიზარდა.
2024 წლის მასიში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შემდეგმა დარგებმა: ინფორმაცია და კომუნიკაცია, პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობა, საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები, მშენებლობა, ტრანსპორტი და დასაწყობება.
„საქსტატის“ ინფორმაციით, მშპ-ს ზრდის იანვარ-მაისის საშუალო მაჩვენებელი 9.3%-ია.
ასევე წაიკითხეთ:
- 19/06/2024 – საქსტატი: 2024 წლის პირველ კვარტალში მშპ 8.4%-ით გაიზარდა
- 31/05/2024 – საქსტატი: 2024 წლის აპრილში მშპ 11.8%-ით გაიზარდა
- 30/04/2024 – საქსტატი: 2024 წლის მარტში მშპ 8.2%-ით გაიზარდა
- 29/03/2024 – საქსტატი: 2024 წლის თებერვალში მშპ 9.5%-ით გაიზარდა
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)