გაზეთი “ახალგაზრდა ივერიელი”, 1990: იან გილანი თბილისს ესტუმრა…
გაზეთი ახალგაზრდა ივერიელი, 22.05.1990
სტატია ქვეყნებდა შემოკლებით
რედაქციისგან: 1990 წელს გაზეთ „ახალგაზრდა კომუნისტს“ სარედაქციო კოლეგიის ნაწილი გამოეყო. მათ დააარსეს კომუნისტური პარტიის იდეოლოგიური წნეხისგან თავისუფალი გაზეთი „ახალგაზრდა ივერიელი“, რომელიც მალევე ჩადგა ეროვნული მოძრაობის რიგებში.
საქართველოს სახელმწიფო საკონცერტო გაერთიანებისა და ფირმა “ბარუჩის” მოწვევით გუშინ თბილისს ესტუმრა თანამედროვეობის ერთ-ერთი უდიდესი ვარსკვლავი, შესანიშნავი ვოკალისტი იან-გილანი.
იან გილანის შემოქმდებებითი ბიოგრაფია მჭიდროდ უკავშირდება ისეთი გამორჩეული, ორიგინალური ხელწერის მქონე ჯგუფს, როგორიც არის “დიიფ ფარფლ” თუმცა ოზი ოსაბორანისა და რონი ჯეიმს დიოს შემდეგ იგი ერთი წელი მღეროდა არანაკლებ პოპულარულ ჯგუფში “ბლექ საბათ”, სწორედ ამ თანამშრომლობის შედეგი იყო ფირფიტა “ხელახლა დაადება” (1983), რომელიც გილანის დიდი გავლენის შედეგად საოცრად გავდა “დიიფ ფარფლის” ნამუშევარს.
1969 წლიდან მოყოლებული, იმ ხუთი წლის მანძილზე, როდესაც გილანი “დიიფ ფარფლის” სოლისტი იყო, ჯგუფმა უდიდეს წარმატებებს მიაღწია. სწორედ ამ პერიოდში ჩაიწერა ანსამბლის კლასიკა – “შავი ღამე”, “უცნაური ქალი”, “კვამლი წყალზე”, ყველა დროის ბესტსელერად აღიარებული ორი ფირფიტა “როკში” და “ცეცხლის ბურთი”, ამავე პერიოდში, ანსამბლი შევიდა გინესის რეკორდების წიგნში, როგორ მსოფლიოში ყველაზე ხმაურიანი ჯგუფი.
[…]აი, ასეთი სულისკვეთებით წარსდგება ხვალ იან გილანი თბილისელი მსმენელის წინაშე. თქვენ ალბათ უკვე შეიტყვეთ, რომ მომღერალი ჩვენს ქალაქში განსაკუთრებული მიზნითაც ჩამოდის: “მოხარული ვარ, რომ საშუალება მომეცა თბილისში ვიყო 26 მაისს” – განაცხადა მან. გარდა ამისა, გუშნ გვიან ღამით ლონდონიდან თბილისს ესტუმრნენ იან გილანის მეუღლე და ცოლის და. 24 მაისს რიტუალების სასახლეში გაიმართება მომღერლის სამოქალაქო ქორწინების საზეიმო ცერემონიალი.
ტელეფონით საუბრისას იან გილანმა განაცხადა, რომ მას უკვე გაფორმებული აქვს თავისი ქორწინება ინგლისსა და ამერიკაში, ახლა კი ეს ფაქტი კიდევ ერთხელ ოფიციალურად დაფიქსირდება თბილისში – რატომ?
– “მე ვიცი, რომ საქართველო საოცარი კულტურისა და ისტორიის მქონე ქვეყანაა, ქართველები კი – განსაკუთრებული ემოციურობით გამოირჩევიან. ეჭვი არ მეპარება, რომ ჩემს ამაღლებულ სულიერ განწყობილებას თბილისური ზეიმი დაუვიწყარ განუმეორებლობას შეჰმატებს” – განაცხადა იან გილანმა. მანვე ისურვა, რომ საქორწინო ცერემონიალი მთლიანად ეროვნული ხასიათისა იყოს – მსურს ჩავიცვა ქართული ჩოხა და სასმროდან ქორწინების სასახლამდე თქვენებური ფაეტონით ვიმგზავრო”. […]
მინდა გაცნობოთ, რომ ამ ფაქტს გაზეთი “ახალგაზრდა ივერიელი” გააშუქებს უახლოეს ნომერში, ხოლო ტელევიზიის მუსიკალური პროგრამების მთავარი რედაქციის საესტრადო განყოფილება ამზადებს რეპორტაჟების ციკლს “იან გილანი თბილისში”, როლის პირველ ნაწილს შემოგთავაზებთ ხვალ, 23 მაისს საქართველოს ტელევიზიის I პროგრამით 21 საათსა და 20 წუთზე.
მაია დათუნაშვილი.