რესპუბლიკა 100რესპუბლიკის ამბები

გაზეთი კომუნისტი, 1922: ფოთის ახალი ამბები

ფოთის რევკომის მოღვაწეობა

სტატია ქვეყნდება შემოკლებით

გაზეთი კომუნისტი, 12.02.1922, N:34

რედაქციისგან: „გაზეთი კომუნისტი საქართველოს კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის ოფიციალური ბეჭდური ორგანო იყო. აქედან გამომდინარე, მასში ქვეყნდებოდა საბჭოთა ხელისუფლების მიერ გამოცემული ოფიციალური ცნობები, გადაწყვეტილებები, ამავდროულად ხშირად ამახინჯებდნენ რეალობას და მათთვის სასურველი იდეოლოგიური პოზიციიდან აწვდიდნენ მკითხველს.“

ქარხნის დაბრუნება

ვ.ბაღდასარიანცის ტყავის ქარხანა, რომელიც ჩამორთმეული იყო ნაციონალიზაციის სახით, ისევ დაუბრუნდა პატრონს, შემდეგი პირობებში: ქარხნის პატრონი ვალდებულია 20 პროც.საერთო გამომუშავებული საქონლისა გადასცეს უფასოთ ფოთის რევკომს, 30 პროც. დაუთმოს მასვე თვით ღირებულ ფასებში და დანარჩენი კი შეუძლია გაყიდოს პატრონმა ბაზრის ფასებში.

ხე-ტყის მრეწველთა შუამდგომლობა ნაციონალიზაციით ჩამორთმეულ ხე-ტყის სახერხავ ქარხნების უკან დაბრუნების შესახებ უმაღლეს სამეურნეო საბჭოს მიერ უშედეგოდ იქნა დატოვებული.

ნატურის გადასახადი

სასურსათო კომიტეტთან დაარსებულ იქნა ნატურით გადასახადის ამკრეფი კომისია, რომელშიდაც რევოკომის წარმომადგენლად დანიშნა ს.მჟავანაძე

ჯანმრთელობის განყოფილება

ვინაიდან გადამდებ სენიანთა საავამყოფოები დაშორებულია დიდი მანძილი ქალაქზე და ჯანმრთელობის განყფილება კი მოკლებულია გადასაზიდ საშუალებებს, რევკომმა დაადგინა გაიხსნას საავადმყოფო წინწკლებიან სახადიანთათვისთვის ქალაქში, მიხეილის ქუჩაზე სალონიკიდის სახლში.

ახალი დაწესებულებები ფოთში

ფოთში გაიხსნა შეერთებული საგარეო ვაჭრობის განყოფილება. აქვე არსდება ამერიკის მისია, რომლსი მიზანიც არის საქონლის გატან-შემოტანა ქ.ფოთით.

[…]

კონკის მოძრაობის შეჩერება

ვინაიდან ნოყიერ საკვებ მასალის უქონლობის გამოა შეუძლებელია მუშა-ცხენების შენახვა-რევომმა დაადგინა შეჩერებულ იქნას კონკის მოძრაობა ერთი თვით […]

კალბასის დამზადება

მოწადმოქმედების განყოფილებას განზრახული აქვს საკალბასოს გახსნა და მუშა მოსამსახურეებისათვის კალბასის და ლორის დამზადება. ამ მიზნით, მოლაპარაკებები სწარმოებს მეკალბასე დარხველიძესთან, როგორც სპეაციალისტთან ამ დარგში.

ბინების ქირის ტარიფიკაცია

კომუნალურ განყოფილებას დაავალა დაუყონებლის შეიმუშაონ ქალაქში, როგორც საცხოვრებელ აგრეთვე სავაჭრო ბინების ქირის ტარიფიკაცია.

მსგავსი/Related

Back to top button