ახალი ამბები

სამართალდამცავებმა ფოთის საკრებულოს თავმჯდომარე 3 პირთან ერთად დააკავეს

Tags

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, სასამართლოს განჩინების საფუძველზე, 8 ნოემბერს, ფოთის საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი კაკულია, ფოთის მუნიციპალიტეტის ყოფილი მერი და კიდევ ორი მოქმედი საჯარო მოხელე დააკავა.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, დაკავებულებს ბრალად მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დიდი ოდენობით სახელმწიფო ქონების თაღლითურად დაუფლებაში დახმარება, სახელმწიფო ქონების გაფლანგვა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღება, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება, სამსახურებრივი გულგრილობა და ყალბი საანგარიშსწორებო დოკუმენტის დამზადება-გამოყენება ედებათ.

საგამოძიებო სამსახურის განმარტებით, გამოძიებით დადგენილია, რომ 2015 და 2017 წლებში, ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ ორი ხელშეკრულება გაფორმდა, რომელიც ქალაქ ფოთში, მალთაყვის უბანში, სანაპირო ზოლის სარეაბილიტაციო სამუშაოების შესრულებას ითვალისიწნებდა. საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, კონტრაქტორი კომპანიების ხელმძღვანელებს შესრულებული სამუშაოების სააგნარიშო დოკუმენტებში ყალბი, გაზრდილი მონაცემები შეჰქონდათ და სახელმწიფო სახსრებს ეუფლებოდნენ. საქმეზე ჩატარებული ექსპერტიზით დადგენილია, რომ ერთ შემთხვევაში მოტყუებით მისაკუთრებულია 439 892 ლარი, ხოლო მეორე შემთხვევაში – 88 929 ლარი, ჯამში 528 821 ლარი.

საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ მერიის თანამშრომლები სამუშაოების მწარმოებელი კომპანიების მხრიდან არსებულ დარღვევებზე შესაბამის რეაგირებას არ ახდენდნენ და შესრულებული სამუშაოების მიღება-ჩაბარების აქტებს ხელმოწერით ადასტურებდნენ.

„ასეთი სამსახურებრივი მფარველობის სანაცვლოდ, ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ხელმძღვანელმა თანამდებობის პირმა, სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელებისას, სამუშაოების შემსრულებელს, ქრთამის სახით მოსთხოვა და გამოართვა თანხა – ჯამში 170 000 ლარის ოდენობით“, – ვკითხულობთ საგამოძიებო სამსახურის განცხადებაში.

უწყების განმარტებით, საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე, 182-ე, 338-ე, 332-ე, 342-ე და 210-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 11-დან 15-წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Show More
Back to top button