გაზეთი “კომუნისტი”, 1922: ეროვნული უმცირესობების შესახებ
ეროვნული უმცირესობანი
სტატია ქვეყნდება შემოკლებით
გაზეთი კომუნისტი, 05.02.1922, N:28
რედაქციისგან: „გაზეთი კომუნისტი საქართველოს კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის ოფიციალური ბეჭდური ორგანო იყო. აქედან გამომდინარე, მასში ქვეყნდებოდა საბჭოთა ხელისუფლების მიერ გამოცემული ოფიციალური ცნობები, გადაწყვეტილებები, ყოველდღიური ამბები, ამავდროულად ხშირად ამახინჯებდნენ რეალობას და მათთვის სასურველი იდეოლოგიური პოზიციიდან აწვდიდნენ მკითხველს ინფორმაციებს.“
ეროვნულ უმცირესობათა ნაციონალიზმს ჰკვებავს უმთავრესად ნაციონალიზმი ისევ მყრობელი ერის. ამის კლასიკურ მაგალითებს გვაძლევს ჩვენ მრავალ ეროვნებათა სახელმწიფოებში უმთავრესად მონარქიული ან ნახევრათ მონარქიული ტიპის. […]
ეს ნაციონალური შუღლი და მტრობა, საკითხი ეროვნულ უმცირესობებთა შესახებ დამახასიათებელია არამხოლოდ დიდ ერებისათვის, ჩვენშიც აქვს მას ადგილი; […] საბჭოთა ხელისუფლებას არაფერი საერთო არა აქვს ამ ძალებთან, მაგრამ „აწმყო შობილი წარსულისაგან“… და სახელმდობრ, ახლო წარსულისაგან ატარებს თავის მხრებზე მთელ სიმძიმეს […] მაშინაც კი როცა ამ ტრადიციას გრძელი ისტორია არა აქვს და სულ რამდენიმე წელით განიზომება. სახეზე გვაქვს მენშევიკების „მპყრობელური“ პოლიტიკა, პოლიტიკა გამოუკლებლივ ყველა ეროვნულ უმცირესობათა მიმართ საქართველოში […] ამ პოლიტიკამ დაბადა და გაზარდა სფეციფიკური ზიზღი თვით ქართველის ერთ ხსენებაზეც, განსაკუთრებით აჭარაში, სამხრეთ ოსეთში და აფხაზეთში […] საბჭოთა საქართველომ ღირსეულად გადასჭრა ეს საკითხი ეროვნული უმცირესობების მიმართ, რომლებიც სცხოვრობდნენ ჩვენ საერთო სოციალისტურ სამშობლოში […] როგორც აფხაზებს, ისე აჭარლებთან, ოსებთან და სომხებთან პირი მოუბრუნებია და ბოლოს მათ მშრომელთა საქართველოსკენ ერთად მათ უნდა აწარმოონ ხელი-ხელ ჩაკიდებული სოლიდარული ბრძოლა უკეთესი მესმისისათვის. […] საბჭოთა რეჟიმი არის ერთადერთი მედროშე ხალხთა სოლიდარობის, ყოველი სხვა წყობილება კი – მომასწავებელი მათ შორის შეუენელებელი შურის, ზიზღისა და მტრობის.
ნ.კრედო