ახალი ამბები

საქსტატი: 2023 წლის დეკემბერში საქართველოს მშპ 8.3%-ით გაიზარდა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (საქსტატი) მიერ 31 იანვარს გამოქვეყნებული წინასწარი მონაცემებით, 2023 წლის დეკემბერში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ქვეყნის რეალური მთლიანი შიდა პროდუქტი (მშპ) 8.3%-ით გაიზარდა.

საანგარიში პერიოდში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ზრდის  მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შემდეგმა დარგებმა: მშენებლობა, დამამუშავებელი მრეწველობა, საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობა, ინფორმაცია და კომუნიკაცია.

 კლების ტენდენცია დაფიქსირდა ენერგეტიკის და უძრავი ქონების სექტორებში.

„საქსტატის“ ინფორმაციით, 2023 წლის ზრდის საშუალო მაჩვენებელი 7%-ით განისაზღვრა.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button