skip to content
ახალი ამბები

საქსტატი: ნოემბერში საქართველოს მშპ 5.9%-ით გაიზარდა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (საქსტატი) მიერ 28 დეკემბერს გამოქვეყნებული წინასწარი მონაცემებით, 2023 წლის ნოემბერში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ქვეყნის რეალური მთლიანი შიდა პროდუქტი (მშპ) 5.9%-ით გაიზარდა.

საანგარიშო პერიოდში, ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შემდეგმა დარგებმა: საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობა, მშენებლობა, პროფესიული, სამეცნიერო-ტექნიკური საქმიანობები და ვაჭრობა.

კლების ტენდენცია დაფიქსირდა დამამუშავებელი მრეწველობის, ენერგეტიკის, ასევე ტრანსპორტისა და დასაწყობების სექტორებში.

„საქსტატის“ ინფორმაციით, 2023 წლის იანვარ-ნოემბერში მშპ-ის ზრდის საშუალო მაჩვენებელი 6.9%-ით განისაზღვრა.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button