skip to content
ახალი ამბები

იანვარ-ნოემბერში საგარეო ვაჭრობა 14.7%-ით გაიზარდა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (საქსტატი) მიერ 19 დეკემბერს  გამოქვეყნებული წინასწარი მონაცემებით, 2023 წლის იანვარი-ნოემბერში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვა (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 14.7%-ით გაიზარდა და 19.6 მლრდ აშშ დოლარს მიაღწია.

საქსტატის ცნობით, საქართველოდან ექსპორტი 11.1%-ით გაიზარდა და 5.6 მლრდ აშშ დოლარი გახდა. ამავდროულად, იმპორტი 16.1%-ით გაიზარდა და 14 მლრდ აშშ დოლარს მიაღწია. 2023 წლის იანვარ-ნოემბერში უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 8.4 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 43.1%-ია.

2023 წლის იანვარ-ნოემბერში, თურქეთი საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი იყო, რომელთან სავაჭრო ბრუნვამაც 2.7 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა.  შემდეგ მოდის რუსეთი 2.2 მლრდ აშშ დოლარით; აშშ 1.85 მლრდ აშშ დოლარით; ჩინეთი 1.5 მლრდ აშშ დოლარით და აზერბაიჯანი 1.37 მლრდ აშშ დოლარით.

იმავე პერიოდში, უმსხვილესი საექსპორტო ქვეყნების სია შემდეგნაირად ჩამოყალიბდა: აზერბაიჯანი – 788 მლნ აშშ დოლარი, სომხეთი 711 მლნ აშშ დოლარი, ყაზახეთი 649 მლნ აშშ დოლარი, ყირგიზეთი 628 მლნ აშშ დოლარი და რუსეთი 605 მლნ აშშ დოლარი.

იმპორტის თვალსაზრისით, თურქეთი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია 2.3 მლრდ აშშ დოლარით; შემდეგ მოდის აშშ – 1.77 მლრდ აშშ დოლარით, რუსეთი – 1.59 მლრდ აშშ დოლარით, ჩინეთი  -1.24 მლრდ აშშ დოლარით და გერმანია – 864 მლნ აშშ დოლარით.

2023 წლის იანვარ-ნოემბერში სასაქონლო ჯგუფებიდან ექსპორტის კუთხით პირველი ადგილზეა მსუბუქი ავტომობილები – 1.95 მლრდ აშშ დოლარით; შემდეგ მოდის სპილენძის მადნები და კონცენტრატები 472 მლნ აშშ დოლარით; ყურძნის ნატურალური ღვინოები – 240 მლნ აშშ დოლარით.

უმსხვილესი საიმპორტო სასაქონლო ჯგუფი 2023 წლის იანვარ-ნოემბერში წარმოდგენილი იყო მსუბუქი ავტომობილების სახით, რომლის იმპორტმა 2.88 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა. მეორე ადგილს ნავთობი და ნავთობპროდუქტები იკავებს 1.05 მლრდ აშშ დოლარით, ხოლო მესამე ადგილზეა დაფასოებული სამკურნალო საშუალებები იკავებს 489 მლნ. აშშ დოლარით.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button