ღარიბაშვილი გაეროს კლიმატის ცვლილების 28-ე კონფერენციის მსოფლიო ლიდერთა სამიტში მონაწილეობს
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გაეროს კლიმატის ცვლილების 28-ე კონფერენციის მსოფლიო ლიდერთა სამიტში მონაწილეობს, რომელიც არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, დუბაიში იმართება.
„ირაკლი ღარიბაშვილი დელეგაციასთან ერთად სამიტის გახსნას დაესწრო. სამიტის მონაწილე ლიდერებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტმა შეიხ მოჰამედ ბინ ზაიედ ალ-ნაჰიანმა, გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტიერეშმა და დიდი ბრიტანეთის და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს მეფემ ჩარლზ III-მ“, – იტყობინება საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია.
„მოხარული ვარ, რომ დავესწრები COP28-ს დუბაიში, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში და გავაჟღერებ საქართველოს ხედვას მსოფლიოში კლიმატის ცვლილების მზარდი ზემოქმედების წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ. საქართველო მზადაა შეასრულოს თავისი ვალდებულებები კლიმატის მედეგობის გაძლიერების კუთხით, მათ შორის გარემოსადმი მეგობრული პროექტების შემუშავებით“, – დაწერა ღარიბაშვილმა Twitter-ზე.
Delighted to attend #COP28 in Dubai, ?? and voice ??’s vision on combating increasingly severe impacts of climate change worldwide. ?? is dedicated to honor its commitments to enhance climate-resilience, incl. by developing environmently-friendly projects. pic.twitter.com/9L50vymtWJ
— Irakli Garibashvili (@GharibashviliGe) December 1, 2023
ვიზიტის ფარგლებში, პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელს შეხვდა. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, „პრემიერ-მინისტრმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტს ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიერ უკვე განხორციელებული რეფორმების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია“.
ამავე ინფორმაციით, ირაკლი ღარიბაშვილმა შარლ მიშელს ევროკავშირის რეკომენდაციების განხორციელების პროცესში გაწეული დახმარებისა და მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და ხაზი გაუსვა ევროინტეგრაციის გზაზე ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შემდგომი მხარდაჭერის მნიშვნელობას.
„საქართველოს ერთგულება ევროკავშირის გზაზე კვლავ ძლიერია. მე კიდევ ერთხელ დავუდასტურე პრემიერ-მინისტრ ღარიბაშვილს ევროკავშირის ერთგულება საქართველოს მიმართ“, – განაცხადა პრეზიდენტმა მიშელმა და დასძინა, რომ ევროკავშირი მიესალმება ქვეყნის ძალისხმევას რეფორმების განხორციელების კუთხით, ქართველი ხალხის ინტერესების გათვალისწინებით.
Georgia’s commitment to the EU path remains strong. And I reaffirmed to PM @GharibashviliGe the EU’s commitment to Georgia.
— Charles Michel (@CharlesMichel) December 1, 2023
The EU welcomes the continued efforts to advance on the reform agenda and the action plan to address the steps necessary, in the interest of the Georgian… pic.twitter.com/TzbMYCCUs3
შეხვედრის შესახებ საუბრისას, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა განაცხადა, რომ პრემიერ-მინისტრმა ღარიბაშვილმა პრეზიდენტ მიშელს გამოუცხადა ერის ოპტიმისტური მოლოდინები ევროკავშირის კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით.
დარჩიაშვილის თქმით, პრემიერ-მინისტრმა პრეზიდენტს მიაწოდა ინფორმაცია საქართველოს მთავრობის მიერ ახლახანს დამტკიცებული „სამოქმედო გეგმების“ შესახებ, სადაც მითითებულია კონკრეტული რეფორმები, რომლებიც განსაზღვრულ ვადებში უნდა განხორციელდეს.
მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობა კვლავაც იღებს პასუხისმგებლობას ქვეყნის რეფორმებზე გრძელვადიან პერსპექტივაში.
გაეროს კლიმატის ცვლილების კონფერენციები, ასევე ცნობილი როგორც COPs, ყოველწლიურად ტარდება და გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციის (UNFCCC) ვებგვერდის მიხედვით, „არის მსოფლიოში გადაწყვეტილების მიმღები ერთადერთი მრავალმხრივი ფორუმი კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებით, რომელშიც თითქმის ყველა ქვეყნის წარმომადგენლები მონაწილეობე. COP 28 წარმოადგენს UNFCCC-ის მხარეთა კონფერენციის (COP) 28-ე შეხვედრას.
COP 28-ის დისკუსიები, სხვა საკითხებთან ერთად, შეეხება ფინანსური მექანიზმის შემუშავებას, რომელიც დაეხმარება მოწყვლად თემებს გაუმკლავდნენ კლიმატის ცვლილების უშუალო ზემოქმედებას; საფინანსო გლობალური მიზნისკენ სწრაფვას, რაც ხელს შეუწყობს განვითარებადი ქვეყნების ძალისხმევას კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ ბრძოლაში.
ასევე წაიკითხეთ:
- 09/11/2022 – ირაკლი ღარიბაშვილი ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკას სტუმრობდა
- 03/11/2021 – ღარიბაშვილმა გლაზგოში ვიზიტი დაასრულა
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)