skip to content
ახალი ამბები

POLITICO-ს 2024 წლის ევროპის ყველაზე გავლენიანი ადამიანების რეიტინგში ივანიშვილი „ამრევად“ დასახელდა

POLITICO-ს ევროპის ყველაზე გავლენიანი ადამიანების ყოველწლიური რეიტინგის 2024 წლის გამოცემაში, საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ოლიგარქად არის აღიარებული და ამრევთა სიაში მე-8 ადგილს იკავებს. ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც სიაში ქართველი მოხვდა.

POLITICO-ს რეიტინგი მოიცავს სამ სხვადასხვა კატეგორიას: აღმასრულებლები (doers  – აღმასრულებელი ძალაუფლების მქონენი), მეოცნებეები (dreamers – ისინი, ვინც დებატების გამომწვევი იდეის უკან დგანან) და ამრევები (disrupters – ადამიანები, რომელთაც ყველაზე უკეთ შეუძლიათ მოულოდნელად ვითარების კარდინალურად შეცვლა).

POLITICO-ს ცნობით, მიუხედავად იმისა, რომ ბიძინა ივანიშვილმა, თითქოსდა, დატოვა პოლიტიკა, ცნობილია, რომ მას მნიშვნელოვანი გავლენა აქვს მის მიერ დაფუძნებულ მმართველ პარტიაზე, „ქართულ ოცნებაზე“. მისი მიზანია, რომ „გამოაძევოს თბილისი ევროკავშირის მოსაცდელი ოთახიდან და კრემლის კლანჭებში ჩააგდოს“.

POLITICO აღნიშნავს, რომ მოარული ხმების თანახმად, „67 წლის ოლიგარქი საბოლოოდ რუსეთის წინაშეა ანგარიშვალდებული“, სადაც მან სხვა ოლიგარქებთან ერთად თავისი „ასტრონომიული“ ქონება დააგროვა.

ანალიტიკოსებზე დაყრდნობით, POLITICO აცხადებს, რომ უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ საქართველოს მოსკოვისკენ შებრუნებაზე დიდწილად ივანიშვილია პასუხისმგებელი: „მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ტერიტორიის მეხუთედი კრემლის ძალების და სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში მათი მარიონეტების მიერაა ოკუპირებული, ქვეყანა, სანქციების ასარიდებლად, რუსეთში პარალელური ექსპორტის მთავარი ცენტრი გახდა“. ამავდროულად, დამკვირვებლები აცხადებენ, რომ თბილისი უკან იხევს ადამიანის უფლებების, კანონის უზენაესობისა და დემოკრატიის თვალსაზრისით და ეს ხდება სწორედ იმ მომენტში, როდესაც ბრიუსელი ქვეყნის გაწევრიანების განაცხადს განიხილავს“.

როგორც POLITICO აცხადებს, 2024 წლისთვის საკითხი მდგომარეობს იმაში, რომ მართალია ქართველების უმრავლესობა მხარს უჭერს ევროკავშირში გაწევრიანებას და დასავლურ კურსს, მისცემას თუ არა ივანიშვილი ქვეყანას უფლებას, რომ 2022 წლის ივნისში ბრიუსელის მიერ 12 რეკომენდაციით განსაზღვრულ მკაფიო გზას გაჰყვეს ბლოკში გასაწევრიანებლად.  

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button