ახალი ამბები

მთავრობამ დეოლიგარქიზაციის სამოქმედო გეგმა დაამტკიცა

საქართველოს მთავრობამ 27 ნოემბრის სხდომაზე ეკონომიკურ, პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში კერძო ინტერესების გადაჭარბებული გავლენის თავიდან აცილების სამოქმედო გეგმა, იგივე დეოლიგარქიზაციის სამოქმედო გეგმა დაამტკიცა.

სხდომის დასაწყისში, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ის და საგარეო საქმეთა მინისტრი, ილია დარჩიაშვილი ევროპელ კოლეგებს დაუკავშირდებიან და გეგმის შესახებ მიაწვდიან ინფორმაციას. „ჩვენი, ყველას, საერთო სურვილია, რომ რაც შეიძლება მალე იქნას შესრულებული ყველა ეს რეფორმა, რომლებიც გათვალისწინებულია ამ 9 ნაბიჯში“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა, რომელსაც ის ცხრა რეკომენდაცია ჰქონდა მხედველობაში, რომლებიც ქვეყანამ ევროკომისიის მიერ კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით დადებითი რეკომენდაციის გაცემის შემდეგ უნდა შეასრულოს.

8 ნოემბერს, ევროკომისიამ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაცია გასცა, თუმცა, სხვა საკითხებთან ერთად, ქვეყანას მოუწოდა, რომ გააუმჯობესოს არსებული სამოქმედო გეგმა დეოლიგარქიზაციისადმი სისტემური მიდგომის განსახორციელებლად, ვენეციის კომისიის რეკომენდაციების შესაბამისად და გამჭვირვალე და ინკლუზიური პროცესის გზით, რომელშიც ოპოზიციური პარტიები და სამოქალაქო საზოგადოება იქნება ჩართული.

22 ნოემბერს საქართველოს მთავრობამ დეოლიგარქიზაციის სამოქმედო გეგმა გამოაქვეყნა. მთავრობამ შეიმუშავა სამოქმედო გეგმა, რომელიც ითვალისწინებს ნაბიჯების გადადგმას შვიდი მიმართულებით, რომელთა შორისაა კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა, სახელმწიფო შესყიდვები, კონკურენციის პოლიტიკა, მართლმსაჯულება, ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლა, პოლიტიკური პარტიების ფინანსური საქმიანობის მონიტორინგი და მედია.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button