ახალი ამბები

სენატმა საქართველოში აშშ-ის ელჩად რობინ დანიგანის კანდიდატურა დაამტკიცა

აშშ-ის სენატმა 27 ივლისს საქართველოში აშშ-ის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობაზე რობინ დანიგანის დანიშვნას ზეპირი კენჭისყრით მხარი დაუჭირა. დანიგანი ამ პოსტზე კელი დეგნანს ჩაანაცვლებს.

დანიგანს, რომელსაც მანამდე ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში, ევროპისა და ევრაზიის საქმეთა ბიუროში სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილის თანამდებობა ეკავა, სამსახურებრივი უფლებამოსილების ვადა 2 ივნისს ამოეწურა. 2018 წლის ივლისიდან 2021 წლის ივლისამდე, იგი ავსტრიაში აშშ-ს საელჩოში საქმეთა დროებითი რწმუნებული და მისიის უფროსის მოადგილე იყო.

სახელმწიფო დეპარტამენტში მუშაობა დანიგანმა 1992 წელს დაიწყო. 2014 წლის აგვისტოდან 2017 წლის აგვისტომდე, მას სახელმწიფო დეპარტამენტის ენერგორესურსების ბიუროს მდივნის თანაშემწის მოადგილის პოზიცია ეკავა. იგი ასევე მუშაობდა აშშ-ის საელჩოებში ვიეტნამში, ჩილეში, თურქეთში, კუბასა და ელ სალვადორში ისეთ საკითხებზე, როგორიცაა ვაჭრობა, ინვესტიციები, ენერგეტიკა და სანქციები.

დანიგანი „ომის ეროვნული კოლეჯის“ მაგისტრის ხარისხის მფლობელია. მას ასევე აქვს მეცნიერების მაგისტრის ხარისხი ჯორჯთაუნის უნივერსიტეტიდან და ბაკალავრის ხარისხი ბერკლის კალიფორნიის უნივერსიტეტიდან.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button