ახალი ამბები

აშშ იმეორებს, რომ სააკაშვილის ჯანმრთელობაზე ხელისუფლებაა პასუხისმგებელი

24 ივლისს გამართულ ბრიფინგზე, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, მეთიუ მილერმა ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ მის ჯანმრთელობაზე სწორედ საქართველოს ხელისუფლებაა პასუხისმგებელი.

აშშ-ის ხუთმა ყოფილმა ელჩმა საქართველოში განცხადება გაავრცელა, რომელშიც მოუწოდებდნენ საქართველოს მთავრობას, დაუშვას „დაპატიმრებული და დაუძლურებული ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სამედიცინო მკურნალობა“.

„ყურადღებით ვაკვირდებით ბატონი სააკაშვილის საქმეს. ძალიან გვაშფოთებს მისი ჯანმრთელობა“, – განაცხადა მილერმა. „როგორც საჯაროდ და პირადად ბევრჯერ ვუთხარით საქართველოს ხელისუფლებას, სწორედ მათი პასუხისმგებლობაა უზრუნველყონ სამედიცინო დახმარება, რომელიც მას სჭირდება, რათა უზრუნველყოფილ იქნას მისი უფლებების დაცვა. ჩვენ გავაგრძელებთ ამ საქმეზე ძალიან ყურადღებით დაკვირვებას“.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button