
ზელენსკი საქართველოს ხელისუფლებას სააკაშვილის უკრაინისთვის გადაცემისკენ მოუწოდებს
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, რომ საქართველოს ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საჭირო მკურნალობისთვის უკრაინას გადასცეს და აცხადებს, რომ „სწორედ ახლა, რუსეთი საქართველოს ხელისუფლების ხელით უკრაინის მოქალაქეს მიხაილო სააკაშვილს კლავს“.
უკრაინის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ უკრაინის ხელისუფლებამ არაერთხელ მოუწოდა ოფიციალურ თბილისს, შეწყვიტოს სააკაშვილის ცუდად მოპყრობა და უკრაინაში მის დაბრუნებაზე დათანხმდეს.
პრეზიდენტმა ზელენსკიმ საგარეო საქმეთა სამინისტროს უკრაინაში საქართველოს ელჩის დაბარება დაავალა, რათა ძლიერი პროტესტი გადასცეს მას და სთხოვოს 48 საათის განმავლობაში დატოვოს უკრაინა თბილისთან კონსულტაციებისთვის.
მან საერთაშორისო პარტნიორებს სიტუაციის მოგვარებისკენ მოუწოდა და დასძინა: „ევროპაში არც ერთ ხელისუფლებას აქვს უფლება ხალხი სიკვდილით დასაჯოს; სიცოცხლე მთავარი ევროპული ღირებულებაა“.
Right now, Russia is killing Ukrainian citizen Mykhailo Saakashvili at the hands of the Georgian authorities.
— Володимир Зеленський (@ZelenskyyUa) July 3, 2023
We have repeatedly called on the official Tbilisi to stop this abuse and agree on Saakashvili's return to Ukraine. Our partners, in coordination with Ukraine, have also… pic.twitter.com/Gzvl4zJPR1
ასევე წაიკითხეთ:
- 18/05/2023 – იუსტიციის მინისტრმა დიპლომატებთან მიხეილ სააკაშვილის საკითხი კიდევ ერთხელ განიხილა
- 12/05/2023 – რატი ბრეგაძე: სტრასბურგმა არ დააკმაყოფილა სააკაშვილის სამკურნალოდ ვარშავაში გადაყვანის მოთხოვნა
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)