ახალი ამბები

ევროკავშირის ელჩი ხაზს უსვამს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების რეჟიმის დაცვის მნიშვნელობას

ევროკავშირისა და გაეროს მიერ მხარდაჭერილ გარემოს დაცვის ღონისძიებაზე, ჟურნალისტებთან საუბრისას ევროკავშირის ელჩმა საქართველოში პაველ ჰერჩინსკიმ აღნიშნა, რომ რუსეთის უკრაინაში არაპროვოცირებული და სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ ევროკავშირის ქვეყნებმა მიიღეს კოლექტიური გადავწყვიტილება, რუსეთთან მიმოსვლის და კონტაქტის შეზღუდვის შესახებ. „ჩვენ ველოდებით, რომ ყველა – საერთაშორისო საზოგადოება და განსაკუთრებით თანამოაზრე ქვეყნები, განსაკუთრებით ქვეყნები, რომლებსაც სურთ ევროკავშირში გაწევრიანება, ამავე მიდგომას მიჰყვებიან“, – დასძინა პაველ ჰერჩინსკიმ.

მან ხაზი გაუსვა ევროკავშირის პოზიციას სანქციებთან დაკავშირებით: „ერთადერთი გზა ომის რაც შეიძლება მალე დასასრულებლად, რუსეთზე ზეწოლის განხორციელებაა და ასევე იმის უზრუნველყოფაა, რომ რუსეთი ძალიან დიდ საფასურს იხდის უკრაინაში უწყვეტი საშინელი ქმედებებისთვის. სწორედ ამიტომ შემოვიღეთ სანქციები, ამიტომ არის ძალიან რთული რუსებისთვის ევროპაში ჩამოსვლა“.

 მან ასევე კომენტარი გააკეთა მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობაზე: „მოხარული ვარ, რომ პოლონელი ექიმების ჯგუფი ჩამოვიდა საქართველოში და მიეცათ უფლება, მოენახულებინათ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი.“

ელჩმა ხაზი გაუსვა მიხეილ სააკაშვილის უფლებების დაცვის აუცილებლობას და გამოთქვა კმაყოფილება რომ პოლონელმა ექიმებმა სააკაშვილთან რამდენიმე საათის გაატარება შეძლეს: „ასევე, მოხარული ვარ, რომ ისინი ესაუბრნენ „ვივამედის“ ექიმებს, რომლებიც ზრუნავენ მასზე. გულწრფელად მაქვს იმედი, რომ მათი ექსპერტიზა ხელს შეუწყობს პაციენტის მკურნალობას“ განაცხადა მან. ჰერჩინსკიმ მადლობა გადაუხადა საქართველოს მთავრობას პოლონელი ექიმების ვიზიტის ხელშეწყობისთვის და გამოთქვა იმედი რომ სააკაშვილი მიიღებს შესაბამის მკურნალობას.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button