skip to content
ახალი ამბები

პოლონელი ექიმები სააკაშვილის ჯანმრთელობას გამოიკვლევენ

მას შემდეგ, რაც იუსტიციის და ჯანდაცვის სამინისტროებმა უცხოელ მედიკოსებს მიხეილ სააკაშვილის სამედიცინო შემოწმების უფლება მისცეს “ვივამედში” მასთან ევროკავშირის სამედიცინო მისია შევიდა.  პოლონელმა ექიმებმა უნდა დაადგინონ, იღებს თუ არა შესაბამის მკურნალობს მიხეილ სააკაშვილი კლინიკა “ვივამედში”.

4 ივლისს საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ თქვა, რომ სააკაშვილის  მკურნალობის პროცესში მისთვის სასურველი ექიმების ჩართვის შეთავაზება გასული წლის ნოემბერში გააკეთა, თუმცა მისმა ოჯახმა ოფიციალური წერილით სამინისტროს მხოლოდ 4 თვის შემდეგ მიმართა და განაცხადი არასრულფასოვნად იყო წარდგენილი.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button