ახალი ამბები

კელი დეგნანის სიტყვა ამერიკის დამოუკიდებლობის დღეს

აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი ამერიკის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა და ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის ძლიერ პარტნიორობას გაუსვა ხაზი.

მან განაცხადა, რომ ამერიკელებს, ქართველებსა და უკრაინელებს საერთო გამოცდილება აქვთ დამოუკიდებლობისთვის ბრძოლისა და „აგრესიული, იმპერიალისტური რუსეთის წინააღმდეგ“ თავისუფლების დაცვის საქმეში.

„მათ, ვინც კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს ამერიკელებისა და ქართველების მიერ დემოკრატიის არჩევანს, ან ვინც უარს აცხადებს საერთო ღირებულებებზე, ვეტყვი, რომ გაიხსენონ ისტორია. გაიხსენეთ, რა მოიმოქმედა რუსეთმა იმისათვის, რომ  ძირი გამოეთხარა ქართული ენის, თქვენი რელიგიის, კულტურისა და დამოუკიდებლობისთვის“, – განაცხადა ელჩმა და ნოე ჟორდანიას სიტყვები მოიყვანა: „რა უნდა  შევთავაზოთ ევროპული ერების კულტურულ საგანძურს? საქართველოს 2000 წლიანი ეროვნული კულტურა, დემოკრატიული სისტემა და ბუნებრივი სიმდიდრე“.

სანქციების კოორდინატორების ვიზიტი

სანქციების კოორდინატორების ვიზიტზე ჟურნალისტებთან საუბრისას, ელჩმა დეგნანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მათი გზავნილი იყო მადლიერება პარტნიორობისა და თანამშრომლობისთვის და ასევე მოწოდება სიფხიზლისკენ, რადგან რუსეთი ალტერნატიულ მეთოდებს ეძებს სანქციებისა და ექსპორტზე კონტროლისთვის თავის არიდების მიზნით.

თავდასხმები ოპონენტებზე

მმართველი პარტიის ოპონენტებზე ბოლო დროს განხორციელებულ თავდასხმებთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე, აშშ-ის ელჩმა განაცხადა, რომ მიუღებელია ძალადობა იმ ადამიანებზე, ვინც მმართველ პარტიას აკრიტიკებს. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ როდესაც პარტიის თავმჯდომარე ბრალდებებს აყენებს, აუცილებელია, რომ მან ჩართული პირების იდენტიფიცირებაც მოახდინოს. ასეთი განმარტებების გარეშე, ამან შეიძლება გამოიწვიოს ჭორებისა და შეთქმულების თეორიების გავრცელება, რომელიც მიზნად ისახავს საზოგადოების დაბნევას. ელჩმა ასევე დასძინა: „აქ მნიშვნელოვანია ის, რომ ეს ძალადობა, როგორც ჩანს, ტენდენციად იქცა და ვფიქრობ, რომ ეს ძალიან საშიში და შემაშფოთებელია ქართველებისთვის, რომელთაც უკვე გადაიტანეს ეს, ერთი შეხედვით, კოორდინირებული ძალადობა წარსულში“ და „ამას უნდა მოყვეს შედეგები, რათა საზოგადოებამ დაინახოს, რომ ამ ტიპის ძალადობას მათ საზოგადოებაში არ დაუშვებენ“.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button