თავდაცვის მინისტრმა უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ, რომელიც ვიზიტით ბრიუსელში იმყოფება, უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრა ნატოს შტაბ-ბინაში, თავდაცვის მინისტერიალის ფარგლებში გაიმართა. შეხვედრა აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, ლოიდ ოსტინმა გახსნა, რომელმაც უკრაინაში რუსეთის აგრესიის შედეგად შექმნილ ვითარებაზე და უკრაინის თავდაცვითი და საწვრთნელი საჭიროებების შესახებ ისაუბრა. უკრაინის მხარდამჭერი საერთაშორისო ჯგუფის წევრმა თავდაცვის მინისტრებმა და თავდაცვის ძალების მეთაურებმა მიმდინარე ომში უკრაინისთვის კოორდინირებული სამხედრო დახმარების გაწევის საჭიროებები განიხილეს.
The Ukraine Defense Contact Group has come together once again to stand united in Ukraine’s fight for sovereignty and freedom.
— Secretary of Defense Lloyd J. Austin III (@SecDef) June 15, 2023
We are united in our commitment to provide Ukraine ?? with the training and the equipment to help it succeed on the battlefield. pic.twitter.com/YHR4X8xRdh
უკრაინის საკონტაქტო ჯგუფი ამერიკის შეერთებული შტატების ინიციატივით 2022 წლის აპრილში ჩამოყალიბდა და უკრაინის მხარდამჭერ 50-ზე მეტ ქვეყანას აერთიანებს.
ასევე წაიკითხეთ:
- 25/05/2023 – საქართველოს თავდაცვის მინისტრი უკრაინის საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრაში მონაწილეობდა
- 21/04/2023 – ჯუანშერ ბურჭულაძე უკრაინის საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრაში მონაწილეობდა
- 15/03/2023 – ჯუანშერ ბურჭულაძემ უკრაინის საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა
- 14/02/2023 – საქართველოს დელეგაცია უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრას დაესწრო
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)