ახალი ამბები

საქართველოს თავდაცვის მინისტრი უკრაინის საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრაში მონაწილეობდა

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის მორიგ, მე-12 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. შეხვედრა დისტანციურ ფორმატში გაიმართა და მას აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, ლოიდ ოსტინმა უმასპინძლა.

თავდაცვის სამინისტროს ცნობით, შეხვედრის მონაწილეებმა უკრაინაში რუსეთის აგრესიის შედეგად შექმნილი ვითარება და მიმდინარე ომში უკრაინისთვის კოორდინირებული სამხედრო დახმარების გაწევის საჭიროებები განიხილეს.

უკრაინის საკონტაქტო ჯგუფი ამერიკის შეერთებული შტატების ინიციატივით 2021 წლის აპრილში ჩამოყალიბდა და უკრაინის მხარდამჭერ 50-ზე მეტ ქვეყანას აერთიანებს.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button