საქსტატი: 2022 წელს საქართველოს მშპ 10.1%-ით გაიზარდა
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (საქსტატი) მიერ 21 მარტს გამოქვეყნებული წინასწარი მონაცემებით, 2022 წელს, წინა წელთან შედარებით, ქვეყნის რეალური მთლიანი შიდა პროდუქტი (მშპ) 10.1%-ით გაიზარდა და მიმდინარე ფასებში 71.7 მლრდ ლარს გაუტოლდა.
საქსტატის ცნობით, მშპ-ის ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შემდეგმა დარგებმა: ტრანსპორტი და დასაწყობება (28.4%); ინფორმაცია და კომუნიკაცია (49.9%); ელექტროენერგიის აირის ორთქლის და კონდიცირებული ჰაერის მიწოდება (38.9%); მშენებლობა (14.8%); საბითუმო და საცალო ვაჭრობა; ავტომობილების და მოტოციკლების რემონტი (6.1%); დამამუშავებელი მრეწველობა (7.8%); ხელოვნება გართობა და დასვენება (17.3%); განთავსების საშუალებებით უზრუნველყოფის და საკვების მიწოდების საქმიანობები (16.7%); სამთომოპოვებითი მრეწველობა (22.8%).
ამავე პერიოდში, კლება აღინიშნა შემდეგ დარგებში: უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები (-4.8%); ჯანდაცვა და სოციალური მომსახურების საქმიანობები (-5.7%); პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები (-2.4%).
ასევე წაიკითხეთ:
- 22/03/2023 – საქსტატი: 2022 წლის IV კვარტალში საქართველოს მშპ 9.7%-ით გაიზარდა
- 19/12/2022 – საქსტატი: 2022 წლის III კვარტალში ქვეყნის მშპ 9.8%-ით გაიზარდა
- 22/09/2022 – საქსტატი: 2022 წლის II კვარტალში ქვეყნის მშპ 7.1%-ით გაიზარდა
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)