მოსკოვი და სოხუმი აცხადებენ, რომ ევროკავშირი საქართველოზე ზეწოლას ახდენს
რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, გრიგორი კარასინმა და საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, მარია ზახაროვამ საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ჟოზეპ ბორელი გააკრიტიკეს საქართველოში არსებულ სიტუაციაზე მისი პოზიციის გამო.
კარასინმა ბორელი „წესიერების საზღვრების გადაკვეთაში“ და „საქართველოს მოქალაქეებზე ზეწოლაში“ დაადანაშაულა.
კარასინის მსგავსად, ზახაროვამ დაწერა: „ბორელმა განაცხადა, რომ უცხოელი აგენტების შესახებ კანონი, რომელმაც თბილისში პროტესტი გამოიწვია, არ შეესაბამება ევროკავშირის ღირებულებებს. ახლა გასაგებია, რატომ არ არის აშშ ევროკავშირის წევრი – იქ ეს კანონი 1938 წლიდან მოქმედებს“.
- 08/03/2023 – ბორელი: „აგენტებზე“ კანონი ეწინააღმდეგება ევროკავშირში გაწევრიანების თაობაზე საქართველოს გაცხადებულ მიზანს
იმავდროულად, ოკუპირებული აფხაზეთის „საგარეო საქმეთა მინისტრმა“, ინალ არძინბამ განაცხადა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები შეეცდება მარტში საქართველოში სახელმწიფო გადატრიალების მოწყობას. მისი თქმით, ამ სავარაუდო გადატრიალების მიზანი სამხრეთ კავკასიაში „მეორე ფრონტის“ გახსნა იქნება. მანამდე მან ასევე აღნიშნა, რომ საქართველოში ომის შესაძლებლობა შედარებით მაღალია.
ასევე წაიკითხეთ:
- 03/03/2023 – ირაკლი კობახიძე „აგენტების“ შესახებ კანონპროექტს იცავს, არასამთავრობოებს უტევს და მოთხოვნებს აყენებს
- 06/03/2023 – ამერიკელი სენატორები „აგენტების“ შესახებ კანონპროექტებზე შეშფოთებას გამოთქვამენ
- 02/03/2023 – აშშ-ის, ევროკავშირისა და ბრიტანეთის ელჩები „უცხოეთის აგენტებზე“ კანონპროექტს ეხმიანებიან
- 27/02/2023 – აშშ-ის ელჩი „უცხოური გავლენის აგენტების“ შესახებ კანონპროექტსა და სებ-ის შესახებ საუბრობს
- 16/02/2023 – აშშ „ღრმად შეშფოთებულია“ უცხოური გავლენის აგენტების შესახებ კანონპროექტით
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)