ბორელი: „აგენტებზე“ კანონი ეწინააღმდეგება ევროკავშირში გაწევრიანების თაობაზე საქართველოს გაცხადებულ მიზანს
საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჟოზეპ ბორელმა უმრავლესობის მიერ მხარდაჭერილი „უცხოეთის აგენტების“ შესახებ რუსული ტიპის კანონპროექტის პირველი მოსმენით მიღებასთან დაკავშირებით განცხადება გამოაქვეყნა.
ქვემოთ მოცემულია განცხადების სრული ტექსტი:
„სამშაბათს, საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით „უცხოური გავლენის გამჭირვალობის“ შესახებ ახალი კანონი მიიღო. ეს ძალიან ცუდი მოვლენაა საქართველოსა და მისი ხალხისთვის.
კანონს, არსებული ფორმით, მსუსხავი ეფექტი ექნება სამოქალაქო საზოგადოებასა და მედია ორგანიზაციებზე, და უარყოფით შედეგებს მოუტანს ბევრ ქართველს, რომლებიც თავიანთი სამუშაოდან იღებენ სარგებელს. ეს კანონი არ შეესაბამება ევროკავშირის ღირებულებებსა და სტანდარტებს. ის ეწინააღმდეგება ევროკავშირში გაწევრიანების თაობაზე საქართველოს გაცხადებულ მიზანს, რასაც საქართველოს მოქალაქეების დიდი უმრავლესობა უჭერს მხარს. მისი საბოლოო მიღება სერიოზულ გავლენას მოახდენს ჩვენს ურთიერთობებზე.
ევროკავშირი მოუწოდებს საქართველოს შეასრულოს თავისი პირობა და ხელი შეუწყოს დემოკრატიას, კანონის უზენაესობას და ადამიანის უფლებების დაცვას და ახსენებს მას მშვიდობიანი პროტესტის მიმართ ადამიანების უფლებას”.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)