
ამერიკელი სენატორები „აგენტების“ შესახებ კანონპროექტებზე შეშფოთებას გამოთქვამენ
ამერიკელმა სენატორებმა – ჯინ შაჰინმა და დიკ დურბინმა შეშფოთება გამოხატეს უმრავლესობის მიერ მხარდაჭერილი „უცხოეთის აგენტების“ შესახებ რუსული ტიპის კანონპროექტების თაობაზე და განაცხადეს, რომ ამას შესაძლოა ქვეყანაში სამოქალაქო საზოგადოებისა და თავისუფალი მედიის ჩახშობა მოყვეს.
ჯინ შაჰინმა კანონპროექტი გააკრიტიკა და განაცხადა, რომ ის საერთოდ არ ჰგავს უცხო ქვეყნის აგენტების შესახებ ამერიკულ კანონს, არამედ კანონის რუსული ვერსიის მსგავსია. მან გააფრთხილა საქართველოს ხელისუფლება, რომ მიღების შემთხვევაში, კანონს იგივე მსუსხავი ეფექტი ექნება სამოქალაქო საზოგადოებასა და მედიაზე, როგორც რუსეთში ჰქონდა.
სენატორმა დურბინმა განაცხადა, რომ საქართველოს ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაციის გზაზე „რამდენიმე სერიოზული საკითხი აქვს გადასაჭრელი და რამდენიმე პოტენციურად თვითდამაზიანებელი ნაბიჯი ასარიდებელი, როგორიცაა ეს წინდაუხედავი კანონპროექტი არასამთავრობო ორგანიზაციების შესახებ“. სენატორმა დურბინმა ასევე აღნიშნა, რომ „ეს არის უკან გადადგმული ნაბიჯი იმ ერის მიერ, რომელიც თავისუფლებისკენ ისწრაფვის“ და იმედი გამოთქვა, რომ საქართველო ამ ყველაფრის თავიდან აცილებას შეძლებს ისე, რომ „უზრუნველყოფილი იყოს უკეთესი და უფრო დაცული მომავალი ქართველი ხალხისთვის“.
სენატორები შაჰინი და დურბინი საქართველოს თებერვლის ბოლოს ესტუმრნენ, სადაც ქვეყნის ხელმძღვანელ პირებს, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს, მედიას და ბიზნეს ლიდერებს შეხვდნენ და რეგიონისთვის აქტუალური საკითხები განიხილეს.
ასევე წაიკითხეთ:
- 06/03/2023 – „აგენტებზე“ კანონპროექტების განხილვა პარლამენტში პროტესტისა და დაპირისპირების ფონზე განახლდა
- 02/03/2023 – აშშ-ის, ევროკავშირისა და ბრიტანეთის ელჩები „უცხოეთის აგენტებზე“ კანონპროექტს ეხმიანებიან
- 02/03/2023 – „აგენტებზე“ კანონპროექტის წინააღმდეგ აქციაზე 36 პირი დააკავეს
- 27/02/2023 – საპარლამენტო უმრავლესობამ „უცხოური გავლენის აგენტების“ შესახებ ალტერნატიული კანონპროექტი დაარეგისტრირა
- 27/02/2023 – აშშ-ის ელჩი „უცხოური გავლენის აგენტების“ შესახებ კანონპროექტსა და სებ-ის შესახებ საუბრობს
- 27/02/2023 – გაეროს წარმომადგენლობა საქართველოში „შეშფოთებულია“ უცხოელი გავლენის აგენტებზე კანონპროექტით
- 25/02/2023 – ბორელის პრესსპიკერმა უცხოური გავლენის აგენტების შესახებ კანონპროექტზე კრიტიკული განცხადება გამოაქვეყნა
- 16/02/2023 – აშშ „ღრმად შეშფოთებულია“ უცხოური გავლენის აგენტების შესახებ კანონპროექტით
- 15/02/2023 – „ხალხის ძალამ“ უცხოური გავლენის აგენტების შესახებ კანონპროექტი შეიმუშავა
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)