ახალი ამბები

სირიის საგარეო საქმეთა მინისტრი ოკუპირებულ აფხაზეთს სტუმრობს

სირიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ფაისალ მექდადი 24 აგვისტოს ოკუპირებულ აფხაზეთს ესტუმრა, სადაც რეგიონის „საგარეო უწყების“ ხელმძღვანელს, ინალ არძინბას შეხვდა.

ადგილობრივი საინფორმაციო სააგენტო „აფსნიპრესის“ ცნობით, მინისტრ მექდადის ვიზიტი სირიის მხრიდან პირველი ოფიციალური მაღალი ვიზიტია ოკუპირებულ რეგიონში. ვიზიტის ფარგლებში მექდადმა და არძინბამ ოკუპირებულ აფხაზეთსა და სირიას შორის „პოლიტიკური კონსულტაციების სფეროში“ ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი.

აფსნიპრესის“ ცნობით, არძინბამ აღნიშნა, რომ ისინი დოკუმენტზე რამდენიმე თვის განმავლობაში მუშაობენ და რომ ის მხარეთა ურთიერთქმედების კონტურებსა და მექანიზმს განსაზღვრავს.

„ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ ჩვენ ვაერთიანებთ ძალებს, რათა გავაფართოვოთ ჩვენი კონტაქტები ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებთან“, – ხაზგასმით აღნიშნა მან. „ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ მემორანდუმი… საშუალებას მოგვცემს გავააქტიუროთ დიალოგი ამ მნიშვნელოვან პარტნიორებთან და სახელმწიფოებთან“, – დასძინა არძინბამ.

შეხვედრისას საგარეო საქმეთა მინისტრმა მექდადმა და არძინბამ საერთო საკითხები განიხილეს, რომლებიც დაკავშირებულია გლობალურ უსაფრთხოებასთან და რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ დაწყებულ ომთან.

მათ ასევე განიხილეს ორმხრივი თანამშრომლობის სფეროები – სავაჭრო, ეკონომიკური თანამშრომლობის, ასევე კულტურული, საგანმანათლებლო და სამეცნიერო მიმართულებებით.

„ჩვენი სახელმწიფო ევრაზიულ ინტეგრაციას საგარეო ეკონომიკური აქტივობის ერთ-ერთ მთავარ, პრიორიტეტულ სფეროდ განიხილავს…“ – აღნიშნა არძინბამ.

თავის მხრივ, მინისტრმა მექდადმა მიღებისა და ორმხრივი ურთიერთობების გაძლიერებისთვის გაწეული ძალისხმევისთვის მადლობა გადაუხადა.

სირიის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ რუსეთში სირიის ელჩი, რიად ჰადადი აფხაზეთსა და სირიას შორის ურთიერთობებით ძალიან შეშფოთებულია, თუმცა როდესაც იგი აფხაზეთში ჩამოვიდა, თავი ისე იგრძნო, როგორც საკუთარ სახლში.

შეხვედრისას, სირიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ყურადღება გაამახვილა სირია-აფხაზუეთის ურთიერთობების „ისტორიულ ფესვებზე“ და იმედი გამოთქვა, რომ ეს შეხვედრა განავითარებს „ჩვენს ქვეყნებს შორის სავაჭრო და ეკონომიკურ ურთიერთობებს, გააძლიერებს ახალგაზრდებს შორის ურთიერთობას და, რაც მთავარია – დაიწყება. ინვესტორებს შორის ეკონომიკური თანამეგობრობის ჭეშმარიტად ახალი ეტაპი“.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button