Placeholder canvas
ახალი ამბები

დაავადებათა კონტროლის ცენტრმა კოვიდის მიმდინარეობის შესახებ მე-9 ანგარიში გამოაქვეყნა

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულმა ცენტრმა (NCDC) საქართველოში (ოკუპირებული ტერიტორიების გარდა) ახალი კორონავირუსის მიმდინარეობის შესახებ მორიგი ანგარიში გამოაქვეყნა.

4 აგვისტოს გამოქვეყნებული დოკუმენტი საქართველოში ახალი კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებული ეპიდემიოლოგიური სიტუაციისა და განხორციელებული ღონისძიებების მე-9 შემაჯამებელ ანალიზს მოიცავს და მასში 2020 წლის იანვრიდან 2022 წლის ივნისის ჩათვლით არსებული მონაცემებია წარმოდგენელი.

კოვიდ-19-ის პირველი შემთხვევა საქართველოში 2020 წლის 26 თებერვალს გამოვლინდა. 2022 წლის 9 აგვისტოს მდგომარეობით, ქვეყანაში (ოკუპირებული ტერიტორიების გარდა) ვირუსის  სულ 1 710 049 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 1 679 621 გამოჯანმრთელდა, 16 877 გარდაიცვალა.

ვირუსის სქესობრივი და ასაკობრივი განაწილების მახასიათებლები

2022 წლის 1 ივლისის მდგომარეობით, საქართველოში ოფიციალურად 1 661 920 შემთხვევა იყო დადასტურებული (მათ შორის, 708 434 – 2021 წელს, 228 410 კი – 2020 წელს). ამასთან, კუმულაციური ინციდენტობის მაჩვენებელი, რომელიც დროის მოცემულ პერიოდში ავადობის სიხშირეს ზომავს, 100 000 მოსახლეზე 2022 წლის 1 იანვარი-1 ივლისის პერიოდში 19 551.2 იყო, 2020 წელს 6135.9, 2021 წელს კი – 19 000.

2022 წლის 1 ივლისის მდგომარეობით, ქვეყანაში ჯამურად 18 161 408 ტესტირება ჩატარდა, მათ შორის, PCR – 7 251 308 და ანტიგენი – 10 910 100.

2020-დან 2022 წლის 1 ივლისის პერიოდში ტესტირების დადებითობის მაჩვენებელი 9.4%-ს შეადგენდა. დადებითობის მაჩვენებელის მაქსიმალური მონაცემები დაფიქსირდა 2020 წლის ნოემბერში (25.2%), 2021 წლის – აგვისტოში (10.3%), 2022 წლის – თებერვალში (29.9%).

2022 წლის იანვარ-ივნისში დადებითი შემთხვევების 55.9% ქალებზე მოდიოდა, 44.1% კი – მამაკაცებზე; 2021 წელს დადებითი შემთხვევების 43.9 მამაკაცი იყო, 56.1% კი – ქალი; 2020 42.8% მამაკაცებზე, 57.2% კი – ქალებზე მოდიოდა.

2022 წლის 1 ივლისის მდგომარეობით, ბავშვებსა და მოზარდებში (0-18 ასაკობრივი ჯგუფი) დადასტურებული შემთხვევების რაოდენობამ 294 649 შეადგინა, რაც ჯამური დადასტურებული შემთხვევების 17.7% იყო. 2022 წლის პირველ 6 თვეში, კუმულაციური ინციდენტობის მაჩვენებელი 100 000 ბავშვზე/მოზარდზე 1 448.3 იყო (2020 წელს – 253.7; 2021 წელს – 1469.7).

საქართველოში პანდემიის დაწყებიდან (26.02.20) 2022 წლის 1 ივლისის მდგომარეობით კოვიდით განპირობებული სიკვიდილიანობის კუმულაციური რაოდენობა 16 844 იყო.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ცნობით, 2020-2022 წლის 1 ივლისის მდგომარეობით კოვიდით გარდაცვლილთა შორის, სჭარბობს 60 წელს ზემოთ ასაკის კატეგორია, რაც კორონავირუსით გრდცვლილთა ჯამური რაოდენობის 86.4%-ია.

კოვიდ-19-ით გარდაცვლილ პაციენტთა 59%-ს სხვადასხვა თანმხლები ქრონიკული დაავადება აღენიშნებოდა, მათ შორის, 43.7%-ს ჰიპერტენზია; 25.6%-ს დიაბეტი; 5.7%-ს ონკოლოგიური დაავადება; 4.9% – ფილტვის ქრონიკული დაავადება.

„ყველა ლეტალურ შემთხვევაში დაავადების მიმდინარეობა იყო მძიმე ან კრიტიკული. შემთხვევათა 82%-ში დაავადება გართულებული იყო პნევმონიით. გარდაცვლილთა 79%-ს აღენიშნებოდა სუნთქვის უკმარისობა, რესპირაციული დისტრეს სინდრომი აღენიშნა გარდაცვლილ პაციენტთა 29.1%-ს, ხოლო 21.7%-ში განვითარდა გულის უკმარისობა“, – ნათქვამია ანგარიშში.

პანდემიის პერიოდში, კოვიდით სამედიცინო დაწესებულაში მომუშავე 153 ადამიანი გარდაიცვალა. „სამედიცინო დაწესებულებებში მომუშავე ინფიცირებულ ქალებში ლეტალობამ 0.4%, ხოლო კაცებში – 1.4% შეადგინა“.

ვაქცინაცია

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის თანახმდ, 2022 წლის 1 ივლისის მონაცემებით, საქართველოში ჯამურად ჩატარდა 2 903 548 აცრა. კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინით სრულად აცრილია 1 271 642 პირი, მათ შორის მესამე ბუსტერ დოზა მიღებული აქვს 255 928 პირს.

სრულად აცრილებში ყველაზე მეტი აცრა – 50.7% – ჩატარებული 18-49 წლის ასაკობრივ ჯგუფში. ამასთან, აბსოლუტურ ციფრებში ყველაზე მეტი აცრა – 47.51% – თბილისში ჩატარდა.

2022 წლის 1 ივლისის მდგომარეობით, ჯანდაცვის სექტორიდან მინიმუმ ერთი დოზით აცრილია ექიმების 83.8%, ექთნების 68.2%, სანიტრების 58.4% და ადმინისტრაციული და ტექნიკური პერსონალის – 70.4%.

ჯამურად ჩატარებული აცრებიდან იშგამი (იმუნიზაციის შემდგომ განვითარებული არასასურველი მოვლენა) 2 055 შემთხვევაში აღირიცხა, საიდანაც სერიოზულად მიჩნეული იქნა 212 შემთხვევა. მათგან 181 პაციენტს დასჭირდა სამედიცინო დაწესებულებაში მიმართვა (48 – სტაციონარი, 133 – ამბულატორია).

იშგამების სერიოზული შემთხვევებიდან 78 „სინოფრმით“ აცრის შემდეგ გამოვლინდა; 62 „ფაიზერით“; 38 „ასტრაზენეკათი“; 34 „სინოვაკით“.

212 იშგამის შემთხვევიდან მიზეზ-შედეგობრიბი კავშირის დასადგენად იმუნიზციის საბჭომ 202 განიხილა, საიდანაც125 იმუნიზაციასთან მიზეზობრივ კავშირთან თავსებადია (აქედან 72 შემთხვევა დაკავშირებული იყო იმუნიზაციისადმი შიშთან, 53 შემთხვევაში დაფიქსირდა ვაქცინურ პროდუქტთან დაკავშირებული რეაქცია), 49 შემთხვევა კლასიფიცირდა როგორც არათავსებადი იმუნიზაციასთან, ხოლო 26 შემთხვევა – როგორც გაურკვეველი. ადეკვატური ინფორმაციის არარსებობის გამო, 1 შემთხვევის კლასიფიცირება ვერ მოხერხდა.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button