skip to content
ახალი ამბები

დაავადებათა კონტროლის ცენტრმა კოვიდ-19-ის მიმდინარეობის შესახებ მეხუთე ანგარიში გამოაქვეყნა

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულმა ცენტრმა (NCDC) 26 იანვარს საქართველოში ახალი კორონავირუსის მიმდინარეობის შესახებ მეხუთე ანგარიში გამოაქვეყნა.

დოკუმენტი საქართველოში ახალი კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებული ეპიდემიოლოგიური სიტუაციისა და განხორციელებული ღონისძიებების მეხუთე შემაჯამებელ ანალიზს მოიცავს და მასში 2020 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით არსებული მონაცემებია წარმოდგენელი.

კოვიდ-19-ის პირველი შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს გამოვლინდა. 26 იანვრის მდგომარეობით, ქვეყანაში ვირუსის 254 822 შემთხვევაა დადასტურებული. მათგან 244 446 ინფიცირებული უკვე სრულად გამოჯანმრთელდა, 3 069 კი – გარდაიცვალა.

სქესობრივი, ასაკობრივი და ტერიტორიული განაწილების მახასიათებლები

დოკუმენტის მიხედვით, 30 სექტემბერის მდგომარეობით, ქვეყანაში კოვიდ-19-ის 228 410 შემთხვევა იყო დადასტურებული, მათ შორის, 57% იყო მამაკაცი, 43% კი – ქალი იყო.

ამასთან, ვირუსით ინფიცირების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი – 18.7% 25-34 ასაკობრივ ჯგუფში გამოვლინდა, ყველაზე დაბალი კი – 0.9% – 85 და ზევით ასაკობრივ ჯგუფში.

დოკუმენტის მიხედვით, დაბალი 1.1% იყო გარდაცვლილთა შეფარდება დადასტურებულ შემთხვევებთან. გასული წლის ბოლოსთვის ვირუსის მქონე 2 528 პაციენტი იყო გარდაცვლილი.

გარდაცვალების ყველაზე მეტი შემთხვევა – 43% – 70 წელზე ქვემოთ ასაკის, ყველაზე ნაკლები კი – 27% – 79 წელზე მეტი ასაკის პაციენტებზე მოდიოდა. მათგან 55.4% მამაკაცი, 44.6% კი – ქალი იყო.

ყველა გარდაცვლილი პაციენტის შემთხვევაში დაავადების სიმძიმე იყო მძიმე ან კრიტიკული. ამასთან, მათ 62.2%-ს სხვადასხვა თანმხლები ქრონიკული დაავადება აღენიშნებოდა, მათ შორის, 52%-ს კარდიოვასკულური დაავადებები და ჰიპერტენზია, 17.3%-ს დიაბეტი, 4.3%-ს კი – ონკოლოგიური დაავადებები.

2020 წლის პირველ 10 თვეში ყველა მიზეზით გარდაცვლილ პირთა საერთო რაოდენობა 2019 წელთან შედარებით, ნაკლებია. თუმცა, 31 დეკემბრის მონაცემებით, გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა წინა წლების ანალოგიურ მაჩვენებელს აღემატება.

კორონავირუსის გავრცელების მახასიათებლები 

31 დეკემბრის მდგომარეობით, კუმულაციური ინციდენტობის მაჩვენებელი, რომელიც დროის მოცემულ პერიოდში ავადობის სიხშირეს ზომავს, ყოველ 100 000 მოსახლეზე 6 145 იყო, რაც წინა ანგარიში მონაცემს (178.6) მნიშვნელოვნად აღემატება.

საანგარიშო პერიოდში, კუმულაციური ინციდენტობის ყცელაზე მაღალი მაჩვენებელი – 10 355 აჭარაში დაფიქსირდა, ყველაზე დაბალი – 2 554 ქვემო ქართლში, თბილისში კი – ეს მონაცემი 7 144-ის ტოლი იყო.

31 დეკემბრის მდგომარეობით, ეფექტური რეპროდუქციის ინდექსი 0,62-ს შეადგენდა, წინ ანგარშში ეს მაჩვენებელი 1.45 იყო.

ტესტირების მიმოხილვა

2020 წლის 30 იანვრიდან 31 დეკემბრამდე პერიოდში ქვეყანაში ჩატარებული PCR ტესტების რაოდენობა 1 414 578-ს შეადგენდა. ამავე პერიოდში 542 817 ანტიგენზე დაფუძნებული ტესტიც გაკეთდა. ტესტირებების 26.3% დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დაქვემდებარებაში მყოფი ლაბორატორიების მიერ ჩატარდა.

ჩატარებული ტესტირებების რაოდენობით დეკემბრის თვე ლიდერობდა, როდესაც თვის განმავლობაში ჯამში 433 465, საშუალოდ დღეში კი – 13 982 ჩატარდა.

31 დეკემბრის მონაცემებით, ტესტირების დადებითობის მაჩვენებელი 11.6%-ს შეადგენდა. სექტემბერში ეს მონაცემი – 1.8-ის ტოლი იყო.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ცნობით, საანგარიშო პერიოდში ვირუსით ინფიცირებულთაგან 6% სამედიცინო პერსონალის წარმომადგენელი იყო.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button