ახალი ამბები
ითხვისის მაღაროში ერთი ადამიანი დაიღუპა
17 აპრილს ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ითხვისის მაღაროში 30 წლის მამაკაცი დაიღუპა. ინფორაციამ კომპანია „ჯორჯიან მანგანეზმა“ გაავრცელა, რომელიც ადგილზე სამთომოპოვებით საქმიანობას ახორციელებს.
საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების განცხადებით, პირველადი ინფორმაციით, მაღაროს უბნის უფროსი სამსახურეობრივ მოვალეობას ასრულებდა, როდესაც ადგილზე ქვის ჩამოშლა მოხდა და უბედური შემთხვევა, სავარაუდოდ, სწორედ ამან განაპირობა.
„დარღვევების გამოვლენის შემთხვევაში, ყველა ის პირი, ვინც შესაძლო გადაცდომა დაუშვა, უმკაცრესად დაისჯება“, – განაცხადა პროფკავშრების გაერთიანებამ.
შრომის ინსპექციას მომხდარზე მოკვლევის პირველადი შედეგები ჯერ არ გამოუქვეყნებია.
ასევე წაიკითხეთ:
- ჭიათურაში სამთომოპოვებითი სამუშაოების შედეგად სახლების დაზიანებას უჩივიან
- ტყიბულის შახტში აფეთქებას ერთი მუშა ემსხვერპლა, რვა დაშავდა
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)