ახალი ამბები

ჭიათურელმა მაღაროელებმა „ჯორჯიან მანგანეზთან“ შეთანხმებას მიაღწიეს

ხუთდღიანი გაფიცვის შემდეგ ჭიათურელმა მაღაროელებმა „ჯორჯიან მანგანეზთან“ შეთანხმებას მიაღწიეს. ერთ-ერთმა მაღაროელმა 5 დეკემბერს „ფეისბუქზე“ ჩართვისას განაცხადა, რომ კომპანია 12-საათიან სამუშაო რეჟიმზე გადასვლასთან დაკავშირებით დარკვეთის მაღაროში დასაქმებულთა მოთხოვნას დათანხმდა. “ჯორჯიან მანგანეზმა” დაუდასტურა “სამოქალაქო საქართველოს”, რომ მაღაროელთა ყველა მოთხოვნა დაკმაყოფილდა.

12-საათიანი გრაფიკის შემოღებასთან ერთად, კომპანიამ პირობა დადო, რომ ხელფასებში სხვაობასაც მოაგვარებდა. საქმე ეხებოდა იმ ფაქტს, რომ როცა 12-საათიანი გრაფიკის ანაზღაურება 164 ლარია, ისევე როგორც იმ მაღაროელებისთვის, რომლებიც უკვე მუშაობენ 12-საათიან ცვლაში, გაფიცულებს 155 ლარი შესთავაზეს, რაც 9 ლარით ნაკლებია

კიდევ ერთი საკითხი, რომელიც მოგვარებას საჭიროებდა, ეხებოდა საათობრივი ანაზღაურების გათანაბრებას 8-საათიან და 12-საათიან რეჟიმში მომუშავე მაღაროელებს შორის. როგორც ერთ-ერთმა მაღაროელმა „ფეისბუქით“ ჩართვის დროს განაცხადა, კომპანიამ მაღაროელებს „ჯორჯიან მანგანეზის“ მიმდინარე ფინანსური კრიზისის გათვალისწინება და ექვსთვიანი ვადის მიცემა სთხოვა.

დარკვეთის მაღაროში დასაქმებულები 1 დეკემბრიდან გაიფიცნენ. აქციას „ჯორჯიან მანგანეზის“ 700-მდე მუშაკი სოლიდარობის ნიშნად შეუერთდა და მუშაობა შეწყვიტა.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button