skip to content
ახალი ამბები

ცხინვალის საოკუპაციო ხაზთან საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა 27 დეკემბერს განაცხადა, რომ რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის სოფელ ლოპანის მიმდებარედ, რომელიც სუს-ის ცნობით, ხაშურის მუნიციპალიტეტს ეკუთვნის, საქართველოს ორი მოქალაქე უკანონოდ დააკავეს.

სუს-ის განცხადებით, მომხდარის შესახებ ინფორმირებულნი არიან ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეები და გააქტიურებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მეშვეობით მოქმედი ცხელი ხაზი.

„უკანონო დაკავებები მნიშვნელოვნად ართულებს საოკუპაციო ხაზსა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ უსაფრთხოების გარემოს და საფრთხეს უქმნის ადგილობრივების ყოველდღიურ ცხოვრებას. უკანონო დაკავებებზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება რუსეთის ფედერაციას“, – განაცხადა სუს-მა.

სოფელი ლოპანი ოკუპირებული რეგიონის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში მდებარეობს. ოქტომბერში იმავე ტერიტორიაზე საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button