ახალი ამბები

ურანის უკანონო გასაღების ფაქტზე ბათუმში ორი პირი დააკავეს

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა 17 ივლისს ბათუმში ურანის უკანონო გასაღებისა და შეძენის ფაქტზე ორი პირი – საქართველოს და უცხოეთის მოქალაქეები – დააკავა.

„დაკავებულთა შორის დადებული გარიგების თანახმად, ურანის უკანონო რეალიზაცია 3 მილიონ ამერიკულ დოლარად იგეგმებოდა“, – ნათქვამია სუს-ის განცხადებაში.

ამავე ინფორმაციით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 230-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 5-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

This post is also available in: English

Back to top button