skip to content
ახალი ამბები

სუს-ის თქმით, ოკუპირებულ ცხინვალში საქართველოს მოქალაქე დააკავეს 

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა 12 დეკემბერს განაცხადა, რომ რუსეთის საოკუპაციო ძალებმა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ნიქოზის მიმდებარედ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე, საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს.

ამავე ინფორმაციით, მომხდარის შესახებ ინფორმირებულნი არიან საერთაშორისო პარტნიორები და დააქტიურებულია ცხელი ხაზი.

„ოკუპირებულ რეგიონებსა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ განხორციელებული დესტრუქციული ქმედებები, რაც მათ შორის გამოიხატება უკანონო დაკავებებში, აზიანებს რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოს და მნიშვნელოვნად ართულებს ადგილობრივი მოსახლეობის ყოველდღიურობას“, – განაცხადა სუს-მა.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button