ახალი ამბები
სუს-ის ცნობით, ცხინვალის საოკუპაციო ხაზთან საქართველოს 4 მოქალაქე დააკავეს
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა 23 დეკემბერს განაცხადა, რომ რუსეთის საოკუპაციო ძალებმა, ცხინვალის რეგიონის საოკუპაციო ხაზთან, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ აძვის მიმდებარედ, საქართველოს 4 მოქალაქე უკანონოდ დააკავეს.
სუს-ის განცხადებით, მომხდარის შესახებ ინფორმირებულნი არიან ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეები და გააქტიურებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მეშვეობით მოქმედი ცხელი ხაზი.
„უკანონო დაკავებების მავნე პრაქტიკა მნიშვნელოვნად აუარესებს ადგილზე არსებულ უსაფრთხოების გარემოს და საფრთხეს უქმნის რეგიონში არსებულ სტაბილურობას“, – აცხადებენ სუს-ში.
ასევე წაიკითხეთ:
- ოკუპირებული ცხინვალის ციხიდან საქართველოს მოქალაქე გაათავისუფლეს
- სუს-ის თქმით, ოკუპირებულ ცხინვალში საქართველოს მოქალაქე დააკავეს
- სუს-ის თქმით, ოკუპირებულ ცხინვალში საქართველოს 2 მოქალაქე უკანონოდ დააკავეს
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)