skip to content
რესპუბლიკის ამბები

1921: საბჭოთა ხელისუფლება 26 მაისის აღნიშვნას გეგმავს

გაზ. კომუნისტი, 1921 წლის 22 მაისი, N66

26 მაისის დღესასწაულის გამო

ჩვენმა კომუნისტურმა პარტიამ გადასწყვიტა იდღესასწაულოს 26 მაისი საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად. და აქ საქართველოში არსებულმა ყველა რევოლუციონურმა ორგანიზაციებმა შესაფერი კომისიებიც გამოჰყვეს ამ დღესასწაულის ღირსეულად ჩასატარებლად.

დიახ, ჩვენი პარტია, ჩვენი მთავრობა შეუდგა მზადებას 26 მაისის დღესასწაულისათვის.

ჩვენ მას ვიდღესასწაულებთ; ჩვენ მას ბრწყინვალედ ჩავატარებთ, მაგრამ არა იმ დამახინჯებულ და გადმობრუნებულ მნიშვნელობით, როგორადაც ამას მენშევიკები და მისი ამყოლები სჩადიოდნენ.

იმათი „დამოუკიდებლობა“, ხომ დამოუკიდებლობა და კავშირის გაწყვეტა იყო საბჭოთა სახელმწიფოებთან; ხოლო დამოკიდებულება მსოფლიო იმპერიალისტებთან.

ჩვენი დამოუკიდებლობა – კი, იარსებებს ძმური კავშირით მეზობელ პროლეტარულ სახელმწიფოებთან, რაც გარანტია იქნება, როგორც ჩვენი, ისე იმათი არსებობისაც.

ეს ასეა…

26 მაისის შესახებ ჩვენი აზრი იციან ჩვენმა მტრებმა, იციან ჩვენმა მოყვარეებმა. ვიცით ისიც, რომ ეს უკანასკნელ ჩვენთან ერთად, ჩვენსავით ემზადებიან ამ დღისათვის.

თურმე თავისებურად, ემზადებიან ამ დღეს (26 მაისს)  გამოვიდნენ ძველებური რევოლუციის უარმყოფნი.

და აი ჩვენ  მივმართავთ ამ წერილით – ამ დღის გარეგნული სახე, გარეგნული ელფერი იქნება ისეთი, როგორიც შეფერის შრომის რესპუბლიკას. ჩვენი ყოველი დროისთვის გამოსადეგი ემბლემა არის, და იქნება ამ დღესაც შრომის ხატება; ჩვენი დროშა, იქნება წითელი, ჯერ კიდევ დაუმთავრებელ ბრძოლის მაჩვენებელი, ბრძოლისაკენ მომწოდებელი, ასეთი დროშით გამოვალთ ჩვენ 26 მაისს.

სევასტი.

თუ როგორ ჩაიარა რეალურად 1921 წლის 26 მაისის აღნიშვნამ და რა შედეგები მოჰყვა მას, ჩვენს ამ სტატიაში შეიტყობთ:

მსგავსი/Related

Back to top button