ახალი ამბები

პირველი ოპოზიციური საპარლამენტო ფრაქცია ჩამოყალიბდა

დღეს პარლამენტში პირველი ოპოზიციური ფრაქცია „პარტნიორობა საქართველოსთვის“ ჩამოყალიბდა, რომელშიც პარტია „ლელოს“ ოთხი დეპუტატი და ცალკე სამი დამოუკიდებელი დეპუტატი, მათ შორის პარლამენტში ევროპული საქართველოს სიით შესული არმაზ ახვლედიანი და შალვა შავგულიძე შეუერთდა. ფრაქციაში შევიდა ასევე სალომე სამადაშვილი, რომელმაც ნაციონალური მოძრაობა ოფიციალურად გუშინ დატოვა.

ფრაქციის თავმჯდომარე პარტია „ლელოს“ ლიდერი ბადრი ჯაფარიძე იქნება, ხოლო სალომე სამადაშვილი თავმჯდომარის მოადგილის პოსტს დაიკავებს.  

ფრაქციის გეგმებზე საუბრისას, ბადრი ჯაფარიძემ აღნიშნა, რომ, მართალია, ისინი „რადიკალური რეფორმების“ განხორციელებას ვერ შეძლებენ, მაგრამ 19 აპრილის შეთანხმება „გვაძლევს საშუალებას, ძირეული რეფორმებისთვის ფუნდამენტი მოვამზადოთ“.  

სალომე სამადაშვილმა განაცხადა, რომ ოპოზიცია ერთად უნდა მოემზადოს მოახლოებული ადგილობრივი არჩევნებისთვის, რათა დაამარცხოს ქართული ოცნება და 2022 წელს ვადამდელი არჩევნების ჩატარება უზრუნველყოს. „უკან უნდა დავტოვოთ ის უმძიმესი პოლიტიკური კრიზისი, რომელმაც ქვეყანას წაართვა განვითარების შანსი“, – განაცხადა მან.  

პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, ფრაქციის შესაქმნელად შვიდი დეპუტატია საჭირო; თუმცა, 19 აპრილის შეთანხმება ამ რაოდენობის ოთხამდე შემცირებას ითვალისწინებს.  

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button