skip to content
ახალი ამბები

ლეგიტიმურობასთან დაკავშირებული კითხვების მიუხედავად, პარლამენტმა 150-ვე დეპუტატის უფლებამოსილება ცნო

„ქართული ოცნების“ უმრავლესობამ ახალი პარლამენტის 150-ვე დეპუტატის უფლებამოსილება ცნო მიუხედავად იმისა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანილი საჩივრები არჩევნების კანონიერებას ეჭვქვეშ აყენებს.

„კიდევ ერთხელ გილოცავთ ყველას, დამსწრეს და ვისი სახელი და გვარიც გაჟღერდა, საქართველოს პარლამენტის წევრად ცნობას“, – განაცხადა პარლამენტის უხუცესმა წევრმა ლადო კახაძემ, რომელიც სხდომას თავმჯდომარეობდა, მას შემდეგ, რაც სამანდატო კომისიის დროებითმა თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა 150-ვე დეპუტატის სია ამოიკითხა, ხოლო „ქართული ოცნების“ დამსწრე დეპუტატებმა მათი უფლებამოსილება ცნეს. ამავდროულად, მოქალაქეებმა პარლამენტის პირველი სხდომის წინააღმდეგ საკანონმდებლო ორგანოს შენობის წინ საპროტესტო აქცია გამართეს. ადგილზე დიდი რაოდენობით პოლიციელები არიან მობილიზებულნი. ოპოზიციამ პარლამენტის გახსნით სხდომაში მონაწილეობა არ მიიღო, რადგან მის ლეგიტიმურობას არ ცნობს.

პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, რომელიც არჩევნებს არ ცნობს, პარლამენტის პირველი სხდომის მოწვევაზე უარი განაცხადა, თუმცა „ქართული ოცნების“ უმრავლესობამ პირველი სესიის ჩატარება მაინც გადაწყვიტა. სალომე ზურაბიშვილმა არჩევნების შედეგები ქვეყნის საკონსტიტუციო სასამართლოშიც გაასაჩივრა, რასაც იურიდიულ ექსპერტთა თქმით, ახალი პარლამენტისა და 150 დეპუტატის უფლებამოსილების ცნობა უნდა შეეფერხებინა. მათივე თქმით, სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღებამდე, პარლამენტს არ აქვს უფლება მათი უფლებამოსილება ცნოს.

ბარიერგადალახული ოთხი ოპოზიციური ძალიდან, სამმა – ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობა, კოალიცია ცვლილებისთვის და ძლიერი საქართველო – პირობა დადო, რომ უარს იტყვიან სადეპუტატო მანდატებზე, ხოლო ყოფილი პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას პარტიამ „გახარია – საქართველოსთვის“ განაცხადა, რომ პარლამენტის ლეგიტიმაციას არ ცნობს.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Back to top button