ახალი ამბები
საქსტატი: 2020 წელს მშპ 6.1%-ით შემცირდა
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ 29 იანვარს გამოქვეყნებული წინასწარი მონაცემებით, 2020 წელს ქვეყნის რეალური მთლიანი შიდა პროდუქტი (მშპ) 6.1%-ით შემცირდა.
საქსტატის ცნობით, 2020 წლის დეკემბერში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, რეალური მშპ 7.9%-ით შემცირდა.
მიუხედავად საერთო მაჩვენებლის შემცირებისა, საქსტატის ინფორმაციით, ზრდა დაფიქსირდა შემდეგ სფეროებში: საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები, წყალმომარაგება, კანალიზაცია, ნარჩენების მართვა და დაბინძურებისაგან გასუფთავების საქმიანობები, ინფორმაცია და კომუნიკაცია, სამთომოპოვებითი მრეწველობა.
ასევე წაიკითხეთ:
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)