ახალი ამბები

საქსტატი: 2019 წელს მშპ-ის ზრდა 5.0 % იყო

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ 16 ნოემბერს გამოქვეყნებული დაზუსტებული მონაცემების თანახმად, 2019 წელს რეალური მთლიანი შიდა პროდუქტი (მშპ) 5.0%-ით გაიზარდა.

საქსტატის ინფორმაციით, 2019 წელს მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობა მიმდინარე ფასებში 49.3 მილიარდი ლარი იყო.

2019 წელს, რეალური ზრდა დაფიქსირდა შემდეგ დარგებში: საბითუმო და საცალო ვაჭრობა; ავტომობილების და მოტოციკლების რემონტი (8.3%), განთავსების საშუალებებით უზრუნველყოფის და საკვების მიწოდების საქმიანობები (18.5%), ხელოვნება, გართობა და დასვენება (22.1%),ინფორმაცია და კომუნიკაცია (21.4%), ტრანსპორტი და დასაწყობება (8.4%), უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები (4.1%).

კლება აღინიშნა შემდეგ სექტორებში: საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები (-7.5%), სახელმწიფო მმართველობა და თავდაცვა; სავალდებულო სოციალური უსაფრთხოება (-1.6%), სხვა სახის მომსახურება (-12.3%).

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button