რესპუბლიკის ამბები
ევგენი გეგეჭკორი დიდი ბრიტანეთის პრემიერ მინისტრს შეხვდა
გაზ. საქართველოს რესპუბლიკა, 1921 წლის 6 იანვარი, N4
ე. პ. გეგეჭკორი ლოიდ ჯორჯთან
დეკემბრის 9-ს ევგენი პ. გეგეჭკორი მიიღო ლოიდ ჯორჯმა. ხანგრძლივი საუბრის დროს, რომელიც 40 წუთს გაგრძელდა, ე. პ. გეგეჭკორმა ინგლისის პრემიერ მინისტრს გააცნო საქართველოს თანამედროვე მდგომარეობა და ამიერ კავკასიის პოლიტიკური გარემოებანი.