skip to content
რესპუბლიკის ამბები

გენერალ მაზნიაშვილისა და სხვა სამხედრო პირთა წინააღმდეგ გამოძიება შეწყდა

გაზ. საქართველოს რესპუბლიკა, 1920 წლის 24 ნოემბერი, N267

გენ. მაზნიაშვილის და სხვათა საქმე.

[1919 წლის დასაწყისში ახალციხის მაზრაში სერვერ-ბეგ ათაბაგის მეთაურობით მოქმედი პროოსმალური სეპარატისტული მოძრაობის წინააღმდეგ ბრძოლაში საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის შეიარაღებულ ძალებს გენერალი გიორგი მაზნიაშვილი ხელმძღვანელობდა. მაზნიაშვილთან ერთად ოპერაციაში მონაწილეობდა სახალხო გვარდიის ნაწილების ერთ-ერთი მეთაური გენერალი არტემ ჯიჯიხია. თავდაპირველად ქართულმა ძალებმა აჯანყებულთა წინააღმდეგ  მარცხი განიცადეს. თავდაპირველი მარცხის შემდგომ მაზნიაშვილი, ჯიჯიხია და სხვები ჩამოცილებული იქნა სამხედრო ოპერაციას და ოპერაციის მეთაურად გენერალი კვინიტაძე დაინიშნა, რომელმაც სამხედრო ბრძოლა წარმატებით დაასრულა და მოწინააღმდეგე დაამარცხა. სამხედრო ოპერაციის დასრულების შემდგომ სამხედრო პროკურატურამ საქმე აღძრა გენ3რალ გიორგი მაზნიაშვილისა და გენერალ არტემ ჯიჯიხიას, ასევე მაზნიაშვილის შტაბის ხაზინადარებისა და სხვა პირთა წინააღმდეგ. გამოძიება ბრალდებულებს, გარდა სამხედრო თვალსაზრისით შეცდომებისა დაშვებისა და დაუდევრობისა, სახელმწიფო კონტროლის  ფილიპე გოგიჩაიშვილის მოთხოვნით, შტაბის განკარგულებაში  არსებული თანხის არამიზნობრივად ხარჯვასა და გაფლანგვას ედავებოდა. 1919 წლის გაზაფხულიდან 1920 წლის ნოემბრამდე მაზნიაშვილი და სხვა ბრალდებული სამხედრო პირები ჩამოცილებული იყვნენ სამხედრო ხელმძღვანელობას. ბრალდებულებს ცნობილი ადვოკატები იცავდნენ, მათ შორის ყოფილი იუსტიციის მინისტრი, დამფუძნებელი კრების წევრი  სოციალისტ-ფედერალისტი შალვა ალექსი-მესხიშვილი, სოციალ-დემოკრატი ნიკოლოზ ელიავა, სოციალისტ-ფედერალისტი იოსებ ბარათაშვილი, სოციალ-დემოკრატი გრიგოლ გიორგაძე და სხვები – რესპუბლიკა 100-ის სარედაქციო შენიშვნა].

გუშინ დასრულდა გენერალ მაზნიაშვილის, ჯიჯიხიას და სხვათა საქმე. პროკურორმა ბრალდება მოუხსნა გენერალ მაზნიაშვილს, ჯიჯიხიას და სხვებს გარდა კანდელაკის და მამულაიშვილისა. სასამართლო რეზოლუცია ჯერ არ გამოუტანია.

მსგავსი/Related

Back to top button