skip to content
რესპუბლიკის ამბები

1920: მთავრობა ბიუროკრატიული აპარატის შემცირებას იწყებს

გაზ. საქართველოს რესპუბლიკა, 1920 წლის 24 ოქტომბერი, N241

მთავრობაში

მთავრობის დადგენილებანი. შტატების შემოკლება.

მთავრობამ, მოისმინა რა ოქტომბრის 16 სხდომაზე მთავრობის თავმჯდომარის განცხადება სახელმწიფო დაწესებულებათა შტატების შემოკლების შესახებ დაადგინა: დაარსდეს კომისია შინაგან საქმეთა მინისტრის თავმჯდომარეობითა და შრომისა და იუსტიციის მინისტრების მონაწილეობით. კომისიას ევალება შტატის შემოკლების განხორციელება, ხსენებულ კომისიის გადაწყვეტილებანი დაუყოვნებლივ უნდა იქნეს ცხოვრებაში გატარებული. შტატების შემოკლებისათვის საჭირო ზომების მიღების შემდეგ, ყველა ეს ზომები დასამტკიცებლად უნდა წარედგინოს დამფუძნებელ კრებას.

[შრომის კანონმდებლობის თანახმად, სამსახურიდან გათავისუფლებულ პირებს ეძლეოდათ კომპენსაცია 2-3 თვის ხელფასის მოცულობით, ამასთან, რესპუბლიკის სამინისტროთა უმეტესობაში თანამშრომელთა რაოდენობა 50 კაცს არ აღემატებოდა. – რესპუბლიკა 100-ის სარედაქციო შენიშვნა].

მსგავსი/Related

Back to top button