
ახალი ამბები
სახალხო დამცველი: იუსტიციის სამინისტრომ დაასრულა შემოწმების მიზნით პატიმრების გაშიშვლების პრაქტიკა
სახალხო დამცველის აპატარმა განაცხადა, რომ იუსტიციის სამინისტრომ გაიზიარა სახალხო დამცველის მოთხოვნა სრული შემოწმების მიზნით პატიმრების გაშიშვლების პრაქტიკის აღმოფხვრის თაობაზე.
სახალხო დამცველმა 5 თებერვალს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა კონსტიტუციური სარჩელით, რომელშიც სადავოდ იყო გამხდარი პენიტენციური დაწესებულებების დებულებების ის ნორმები, რომლებიც ითვალისწინებს პატიმრის სხეულის მთლიან გაშიშვლებას მისი სრული შემოწმების დროს.
სახალხო დამცველმა განაცხადა, რომ იუსტიციის სამინისტრომ 11 ივნისს სასამართლოს აცნობა, რომ ეს პრაქტიკა შეიცვალა და „ამჟამინდელი მოწესრიგებით სრულად აღმოიფხვრა მოსარჩელის მიერ სადავოდ გამხდარი საკითხები“.
This post is also available in: English