რესპუბლიკის ამბები
მიწათმოქმედების სამინისტრო აფხაზეთში სასოფლო-სამეურნეო სასწავლებელს გახსნის
გაზ. საქართველოს რესპუბლიკა, 1920 წლის 3 სექტემბერი, N199
ოქუმის საზოგადოების შუამდგომლობა
ოქუმის საზოგადოების რწმუნებულმა ბ. გევიამ მიწად-მოქმედების სამინისტროს წინაშე შუამდგომლობა აღძრა, რათა ოქუმში გაიხსნას სამეურნეო სასწავლებელი.
მიწადმოქმედების სამინისტრომ ეს სასურველად სცნო და შუამდგომლობა დააკმაყოფილა.
სასოფლო-სამეურნეო განყოფილებას ოქუმში სასოფლო-სამეურნეო სასწავლებლის გახსნა მეტად მიზან-შეწონილად მიაჩნია. სასწავლებელი ორკლასიანი იქნება. ამასთან სკოლების გახსნა სოფელში მცხოვრებთა შორის სასოფლო-სამეურნეო სწავლა-ცოდნას და მათ შეძლება მიეცა მათ გააუმჯობესონ თავისის საკუთარი მეურნეობა შესაფერის სამეურნეო წესრიგის დაყენებით ამ გვარი ტიპის სკოლების მოწყობა და თვალყურის დევნა ევალება ერობებს და მთავრობაც დახმარებას გაუწევს.