Placeholder canvas
რესპუბლიკის ამბები

გურული ქალები ფრონტს ეხმარებიან

გაზ. გურიის ერობის მოამბე, 1920 წლის 1 აგვისტო, N24

ოზურგეთის სამაზრო ერობის გამგეობას

ამასთანავე გაახლებთ ხიდისთავის ქალთა წრის მიერ ფრონტის სასარგებლოთ შეკრებილ 7 314 მანეთს ფულათ და ქვემორე ჩამოთვლილ ნივთებს შემომწირველთა სიითურთ. შემოწირულობა ფულით გაიღეს სოფლებმა:

1.ხიდისთავმა – 2 168; 2. ბასილეთმა – 1 098 მანეთი; 3. ახალშენმა – 825 მანეთი; 4. მეწიეთმა – 1 232 მანეთი; 5. წიფგვარა – პაიჭესოულმა – 981 მანეთი; 6. ზენობანმა – 987 მანეთი; აღმოჩნდა ზედმეტი შეგროვებული 23 მანეთი;

სულ – 7 314 მანეთი.

შემოწირეს ნატურით:

ხიდისთავიდან:

1.სფიჩქა – 10 კოლოფი; 2. პაპიროსის ქაღალდი 45 ცალი; 3. პაპიროსი – 8 კოლოფი; 4. ძაფი – 1 კოჭი; 5. თუთუნი – 1 გირვანქა; 6. ჩაი – 1 პარკი; 7. ღია ბარათი – 19 ცალი; 8. ფოსტის ქაღალდი – 29 ცალი; 9. ფოსტის კონვერტი – 39 ცალი; 10. ფანქარი – 3 ცალი; 11. ნემსი – 2 ხვეული; 12. საპონი – 1 ცალი; 13. ბინტი – 4 ცალი.

ახალშენიდან:

1.თუთუნის ფოთოლი – 17 კეცა; 2. თუთუნი დაჭრილი – 1.5 გირვანქა; 3. ფოსტის ქაღალდი – 12 ცალი; 4. ფოსტის კონვერტი – 15 ცალი; 5. სფიჩქა – 1 კოლოფი.

ბასილეთიდან:

1.პაპიროსის – 3 კოლოფი; 2. პაპიროსის ქაღალდი – 5 ცალი (წიგნი); 3. სფიჩქა – 2 კოლოფი;

ხიდისთავის ქალთა გამგეობის თავმჯდომარე

ფაცია კალანდაძე

გამგეობის მდივანი

ნადია კალანდაძე

მსგავსი/Related

Back to top button