ძველი ამბები

21 ივნისი, 1920 წელი: ქართულმა ჯარმა ჯავის რაიონი აჯანყებულებისაგან სრულად გაწმინდა

Tags

გაზ. საქართველოს რესპუბლიკა, 1920 წლის 23 ივლისი, N138

სამხედრო ცნობა მთავარი შტაბისა, ტფილისი 22 ივნისი.

როკის მიმართულებით გუშინ, ივნისის 21 ჩვენმა ჯარებმა მტრის დევნის დროს დაიკავეს როკის უღელტეხილი. ჩვენ ხელთ ვიგდეთ ერთი ტყვიის მფრქვეველი.

ქედის უღელტეხილის მიმართულებით ჩვენ ბანდებისაგან გავსწმინდეთ ყველა სოფელი, რომელიც კი უღელტეხილამდე მდებარეობს და ჩვენი ჯარები უღელტეხილს იკავებენ.

ამგვარათ რესპუბლიკის მთელი ტერიტორია ბანდებისაგან გაიწმინდა.

ოზურგეთის მაზრაში ბათუმის ოლქის საზღვართან 22 ამა ივნისს აჭარლების ბანდები ჩვენს მოსაზღვრე ჯარის კაცებს თავს დაესხენ.

სხვა მიმართულებაზე სიწყნარეა.

მსგავსი/Related

Back to top button