skip to content
რესპუბლიკის ამბები

12 ივნისი, 1920: ქართულმა ჯარმა ოსი ბოლშევიკები ცხინვალიდან განდევნა

გაზ. საქართველოს რესპუბლიკა, 1920 წლის 15 ივნისი, N130

სამხედრო ცნობა

ტფილისი, ივნისის 14.

ცხინვალის მიმართულებით 12 ივნისს გათენებისას ჩვენი ჯარი შეტევაზე გადავიდა. მტერმა მთელ ფრონტზე უკან დაიხია. საღამოს ჩვენ ცხინვალის და სოფელ ვანათის ჩრდილოეთით მყოფი სიმაღლეები ავიღეთ. ჩვენ ხელთ ვიგდეთ ტყვიის მფრქვეველები და წამოვიყვანეთ ტყვეები, შეტევა გრძელდება.

დანარჩენ მიმართულებაზე სიწყნარეა.

მსგავსი/Related

Back to top button