რესპუბლიკის ამბები

დამფუძნებელმა კრებამ რესპუბლიკიდან საისტორიო და ძვირფასი ნივთების გატანა აკრძალა

გაზ. საქართველოს რესპუბლიკა, 1920 წლის 6 ივნისი, N124

დეკრეტი

საისტორიო, საარქეოლოგიო, სამხატვრო და სხვა საკულტურო ნივთების საქართველოს რესპუბლიკიდან გატანის აკრძალვისა

1.აკრძალულია საქართველოს რესპუბლიკიდან განათლების მინისტრის ნებადაურთველად ყოველგვარი საისტორიო, საარქეოლოგიო, სამხატვრო და საკულტურო ნივთებისა.

შენიშვნა: ამგვარ ნივთებს შეადგენს: 1) ყოველგვარი მიწაში და სასაფლაოებში ნაპოვნი ნივთები ლითონებისა, ძვლისა, თიხისა, მინისა და ხისა, 2) ყოველგვარი საეკლესიო ნივთი და სამკაული, ხატი, ჯვარი, ჭურჭელი, შემოსამოსელი, ქსოვილები, ნაკერ-ნაქარგი ნივთები, ხელთნაწერი და ძველი ნაბეჭდი წიგნები, სიგელ-გუჯარნი, ქანდაკებანი და ჩუქურთმიანი ქვები და სხვა ჩუქურთმიანი ნივთები, 3) ყოველგვარი ძველი იარაღი, საომარი და საოჯახო, 4) ყოველგვარი სამკაული დედაკაცისა და მამაკაცისა, 5) ძველი ფულები, მედლები და ჟეტენობი, 6) სურათები, ნახატები და სხვა მხატვრული ნაწარმოები, გარდა ფოტოგრაფიული სურათებისა და ახალ მხატვართა ნაწარმოებთა, 7) ნაბეჭდი წიგნები ქართულ და უცხო ენებზედ, რომელიც დასტამბულია 1918 წლის 26 მაისს. 8) ძველი ტანისამოსი, 9) ძველი ცხენის მოსართავი, რახტი, ლაგამი, უნაგირი, ყაჯარი ანუ ასალი, 10) ყოველგვარი საპირფარეშო იარაღი, 11) ყოველგვარი ძველი ავეჯი.

2. დეკრეტი ესე ძალაში შედის დღიდან მიღებისა დამფუძნებელი კრების მიერ.

1920 წლის მაისის 28.

დამფუძნებელი კრების თავმჯდომარის ამხანაგი

ექვთიმე თაყაიშვილი

რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე

ევგენი გეგეჭკორი

მსგავსი/Related

Back to top button